ხერხემლის წელის კორსეტების გამოყენება

ხერხემლის წელის კორსეტი გამოიყენება: ხერხემლის პოსტოპერაციულ, პოსტრავმულ პერიოდებში, დეგენერაციული პროცესების დროს, როგორიცაა:

  • ხერხემალზე ოპერაციული ჩარევის შემდგომ;
  • ოსტეოპოროზის ინდექსის მაღალი მაჩვენებლისას დამატებითი სტაბილურობისთვის;
  • ხერხემლის მოტეხილობების დროს, რომლებიც არ საჭიროებენ ოპერაციულ ჩარევას, ხერხემლის სტაბილიზაციის და შეხორცებითი პროცესის დაჩქარების მიზნით;
  • ხერხემლის არასტაბილურობის დროს;
  • ხერხმლის სახსარშიდა ანთებითი პროცესების დროს;
  • რადიკულოპათის, ფიზიკური დატვირთვისა და ძლიერი ტკივილის დროს.

ხერხემლის კორსეტების დანიშნულება:

  • მექნიკური მხარდაჭერა;
  • ასუსტებს ზეწოლას მალებზე;
  • ზრდის ხერხემლის სტაბილურობას;
  • ამცირებს ტკივილს;
  • ხელს უწყობს შეხორცებით პროცესს;
  • გააჩნია პარავერტებრული კუნთოვანი, მყეს-იოგოვანი სიტემის დამხმარე ფუნქცია და ა.შ.

წელის კორსეტის ტარების ხანგრძლივობა:

  • ტკივილის მწვავე ფაზა (რადიკულიტი, დისკის თიაქარი, ძლიერი ტკივილი, სასახსრე მორჩების ანთებითი პროცესი- არასტაბილურობის გამო)
  • არასტაბილურობის დროს ფიქსაცია კორსეტის დახმარებით ამცირებს ანთებით პროცეს;
  • გამოიყენება დღეში 2–4 საათით – ძირითადად, სიარულის, მოძრაობის ან ტვირთის აწევის დროს;
  • კორსეტი უნდა მოიხსნათ მხოლოდ დასვენებისას (საწოლში, წამოწოლილ პოზიციაში).

პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული პერიოდი:

  • ექიმის მითითებით შეიძლება 6–8 საათამდე დღეში, მაგრამ მაინც შეზღუდულად.
  • ჩვეულებრივ, 4–6 კვირის შემდეგ ხანგრძლივი ტარება ნელ-ნელა მცირდება.
  • პროფილაქტიკის მიზნით (მძიმე შრომა, სპორტი, ტვირთის აწევა) იცმევა მხოლოდ აქტივობის დაწყებამდე და მის დროს, ანუ რამდენიმე საათით. დამთავრებისთანავე უნდა მოიხსნათ კორსეტი.
  • გრძელი ჯდომის ან მგზავრობისას - გამოიყენება მხოლოდ მგზავრობის პერიოდში.


ტრავმული მოტეხილობების დროს კორსეტით ფიქსაცია ხელს უწყობს შეხორცებით პროცეს, ინარჩუნებს ხერხემლის მდგრადობას, რაც ამცირებს ოპერაციული ჩარევის რისკებს. 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი: - ველოდი გახარია