ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
ხერხემლის პრობლემები მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. ეს შესაძლოა გადაღლილობის, დაჭიმულობისა და სიმძიმეების აწევის გამო ხდებოდეს, თუმცა ხერხემლის პრობლემები მოულოდნელი ტრავმის ან რომელიმე დაავადების შემთხვევაშიც ჩნდება. ხერხემლის ტკივილის ბევრი მიზეზი არსებობს, იქნება ეს უბრალოდ მოუხერხებელი მოძრაობა, თუ რომელიმე პათოლოგია. ხერხემლის ტკივილის სხვა გამომწვევი მიზეზებია:
● ხერხემლის გამრუდება
● საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებები;
● ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
● რადიკულიტი ;
● კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.
იმისთვის, რომ ხერხემალი ნორმალურად განვითარდეს და ტკივილები შეგვიმცირეს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობით, მაგალითად, ვარჯიშითა და ცურვით დავკავდეთ. გარდა ამისა, ადამიანები ხერხემლის პრობლემების მკურნალობის პროცესში აქტიურად იყენებენ ორთოპედიულ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ ნაწილში ტკივილის შემსუბუქებას. ხერხემლის საფიქსაციო საშუალებების დიდი არჩევანია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. თბილისის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა : Sigvaris, Medi, Bauerfeind, Morsa Cyberg. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილის ამცირებს და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს. ხერხემლისთვის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ფიქსატორები არსებობს. ორთოპედიული ქამრები სხვადასხვა სიგრძისაა, მათ აქვთ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან, ასევე გვხდება აკრილის კორსეტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა და ამიტომ მათ ძირითადად რადიკულიტისა და რევმატული ტკივილის დროს იყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● წელის კორსეტი პლასტმასის ჩანართით - დამზადებულია ელასტიური ბამბის ქსოვილისაგან. კორსეტი უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალების, მალთაშუა დისკების) დაცვას და გამოიყენება ზურგისა და წელის არეში ტკივილის დროს. ხშირია მისი გამოყენება რევმატოლოგიური დაავადებებისა და ხერხემლის თიაქრის დროს.
● წელის კორსეტი დამატებითი ღვედებით - გამოიყენება სპორტული დაზიანებების, მალთაშუა დისკის თიაქრის, ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში. კორსეტს აქვს პლატმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები ფიქსაციის გაძლიერებისთვის.
● წელის კორსეტი მეტალის ჩანართით - 26 სმ ან 32 სმ სიგრძის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფიქსაციას. გამოიყენება მალების მოტეხილობის ან დისკის თიაქრის დროს.
● მატყლის წელის კორსეტი - უზრუნველყოფს სითბურ ეფექტს წელის არეში. მისი ტარება რეკომენდებულია რადიკულოპათიების დროს.
ამ პროდუქტების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე.
ხერხემლის პრობლემები მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს, სწორედ ამიტომ ხერხემლის ქამრები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება. არსებობს წელის კორსეტებისა და ხერხემლის ქამრების სხვადასხვა სახეობა. განვიხილოთ რამდენიმე მოდელი, რომელიც ქართულ ბაზარზე არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, ე.წ. გულმკედრ-წელის იგივე ხერხემლის კორსეტი - ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ამ ფიქსატორის ტარება არის რეკომენდებული. რევმატული ხასიათის წელისა და ზურგის ტკივილს ამსუბუქებს წელის კორსეტი, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული,ელასტიური ბამბის ან ნეოპრინის ქსოვილისაგან , მას პლასტმასის ან მეტალის ჩანართები აქვს. ჰიპერექსტენზიის კორსეტი - ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს.რაც შეეხება ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას, ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური, ის ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული და მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშაც შესაძლებელია.