კიდურების დაბუჟება და ტკივილი
კიდურების დაბუჟება და ტკივილი ხშირად აწუხებთ ადამიანებს, თუმცა როგორც წესი, ის სწრაფად სრულდება და გართულებებს არ იწვევს. დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად ეს ხდება ფეხის ფეხზე გადადების და ასევე, ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად გვიდევს. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევებია და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება.
რამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურების დაბუჟება და ტკივილი?
არის შემთხვევები, როდესაც კიდურების დაბუჟება შემაწუხებელი ხდება და დიდხანს გრძელდება. მას შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე. უბრალო დაბუჟებისგან განსხვავებით, პერიფერიული ნერვების დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და რთული ტრავმაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. პერიფერიული ნეიროპათიის ათიდან დაახლოებით სამი შემთხვევა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან. ნეიროპათიის დროს კიდურების დაბუჟება და ტკივილი თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით. მოგვიანებით, შესაძლოა, მოიცვას მტევნები და მთლიანად ხელები. კიდურების დაბუჟებისა და ტკივილის გამომწვევი სხვა ფაქტორებია:
● თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები;
● სისხლძარღვთა დაზიანებები;
● ინფექციები;
● რევმატოიდული ართრიტი;
● ალკოჰოლიზმი.
კიდურების დაბუჟებისა და ტკივილის მკურნალობა
კიდურების დაბუჟებისა და ტკივილის დროს კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილ ფიქსატორებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-ს, Bauerfeind-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. განვიხილოთ რომელი მათგანი გვეხმარება კიდურების დაბუჟების დროს:
● მხრის სამაგრი - გამოიყენება ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის, ართრიტის დროსა და პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობის, კუნთისა და მყესის დაზიანებების დროსაც.
● კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით - გამოიყენება რეაქტიული, რეუმატოიდული ან სეპტიური ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს და თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
გარდა ამისა, კომპანია “ახალი ხედვაში” ხელსმისაწვდომია ვარიკოზის მოვლის საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას. ფეხებში ამცირებს შეშუპებას, დაბუჟების, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას.