კიდურების დაბუჟება ორსულობისას

ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და ჰორმონალური ცვლილებები ორგანოთა ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას. ეს ცვლილებები ხშირად ორსულობის საწყის ეტაპზევე იწვევს გარკვეული სიმპტომების გამოვლენას, მათ შორის ერთ-ერთია კიდურების დაბუჟება.  ეს შესაძლებელია  შესაძლებელია უკავშირდებოდეს:

პრობლემებს ხერხემლის სხვადასხვა ნაწილში;

ლიმფოდრენაჟის დარღვევას.

კიდურების დაბუჟების გამომწვევი მიზეზი ორსულობის დროს

კიდურების დაბუჟება ორსულობის პერიოდში ბუნებრივი მდგომარეობაა და სულაც არ არის ეს საგანგაშო. ეს პრობლემა გარკვეულწილად,  უკავშირდება რკინის ნაკლებობას და ამავდროულად:

ორსულობის დროს თქვენს ორგანიზმში უფრო მეტი სისხლი წარმოიქმნება იმისათვის რომ დაეხმაროთ ნაყოფს ზრდაში.

ნაყოფის ზომაში ზრდასთან ერთად, თქვენი საშვილოსნო მსუბუქად აწვება ვენებს, რომლების მეშვეობითაც ქვემო კიდურებიდან გულისკენ ბრუნდება სისხლი.

თქვენი ჰორმონები ვენებს უფრო სუსტს ხდის, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ჩამოთვლილი მიზეზების შესაბამისად, კიდურების დაბუჟების შეგრძნება ორსულობის დასრულების შემდეგ, თავისთავად გაქრება.

რა სიმპტომები აქვს კიდურების დაბუჟებას ორსულობის დროს?

კიდურების დაბუჟება ხდება მაშინ, როდესაც ძილის დროს მკლავი თავქვეშ ისე გვაქვს მოთავსებული, რომ თავი ნერვს აწვება ან ფეხი ფეხზე გადადებული დიდხანს ვზივართ. პოზის შეცვლისას ჩხვლეტისა და ტკივილის შემაწუხებელი შეგრძნება მალევე გაივლის. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. მას შესაძლოა, თან ახლდეს ისეთი სიმპტომები როგორებიცაა:

ტკივილი; 

ქავილი; 

გრძნობის დაკარგვა;

კუნთების სისუსტე;

მგრძნობელობის მატება.

როგორ ვუმკურნალოთ? 

ორსულობის პერიოდში მომავალმა დედებმა ექიმების ყველა რეკომენდაცია და რჩევა უნდა გაითვალისწინონ. ამ დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მედიკამენტების მიღება, თავის მოვლა, კვება თუ სხვა. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  მომავალმა დედებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვან და სწორად იკვებონ. მდგომარეობის გაუმჯობესება ასევე შესაძლებელია  ორთოპედიული პროდუქტების გამოყენებით. კიდურების დაბუჟების დროს პაციენტები იყენებენ  ვარიკოზის მოვლის საშუალებებს, რომელიც ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ფეხებში ამცირებს შეშუპებას, დაბუჟების, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას. გარდა ამისა, კიდურების დაბუჟების სამკურნალოდ რეკომენდირებულია ფიქსატორებისა და ორთოპედიული ბალიშების გამოყენება, რადგან ორსული ქალებისთვის რთულდება ძილი და კომფორტული წოლაც. შესაბამისად, ორთოპედიული ბალიშები სწორი პოზიციის შენარჩუნებასა და მშვიდ ძილში დაგეხმარებათ. უმჯობესია, თითოეული სამედიცინო ნივთის გამოყენებამდე ეწვიოთ სპეციალისტს და რეკომენდაციების მისგან მიიღოთ.