კისრის ბალიში

კისრის ბალიში ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია, რადგან  მას სხვადასხვა მიზნით გამოიყენებენ.ამ დასახელების ქვეშ ერთიანდება სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების პროდუქტი,როგორც ძილისა და დასვენების დროს,ასევე მგზავრობის ან ყოველდღიური საქმიანობისას გამოსაყენებლად.კისრის გასაბერი ბალიში შეიძლება იდეალურია იყოს  მათთვის, ვისაც სხეულის ამ ნაწილში, კომპიუტერსა თუ სმარტფონთან დაძაბულ მდგომარეობაში მუშაობის გამო,დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება აწუხებს - ეს პროდუქტი  კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და დისკომფორტის შეგრძნებას მოგიხსნით.  ასევე მათთვის, ვისაც ხშირად უწევს მგზავრობა, რადგან ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგება.  მათი გამოყენება  ეფექტურია ისეთი დაავადებების დროსაც , როგორიცაა რევმატული ართრიტი, ოსტეოქონდროზი, კისრის ოსტეოართრიტი და დისკის თიაქარი. კისრის ბალიშის ტარება რეკომენდირებულია  ტრავმების  დროსაც.კომფორტულ ძილსა და დასვენებას კი ორთოპედიული ბალიში უზრუნველყოფს,მისი მეხსიერების ღრუბელი დაგეხმარებათ ხერხემლის სწორ პოზიციონირებაში,რათა დილით დაჭიმულობის,დაღლილობის ან თავის ტკივილის შეგრძნებამ არ შეგაწუხოთ.

“ახალი ხედვის” კისრის ბალიშები

კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger - ის კისრის ბალიშების  მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

კისრის გასაბერი ბალიში - საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

კისრის ორთოპედიული ბალიში -  განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის.მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის,თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.

სამგზავრო ბალიში -  მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის იდეალურია. სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს ამ პროდუქტს ადამიანები ძალიან ხშირად იყენებენ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას, ამიტომ  მგზავრობის დროს ამ ნივთის ტარება მნიშვნელოვანია. 

როგორ უნდა შეიძინოთ კისრის ბალიში?

კისრის ბალიშის შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ პრობლემის ტიპი. თქვენი მდგომარეობა დადაზიანების ხარისხი. ასევე ყურადღება მიაქციეთ ამ პროდუქტის ხარისხსაც. თუ უმაღლესი ხარისხის კისრის ბალიშის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად გსურთ, მაშინ კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებს უნდა ეწვიოთ. სამედიცინო ჯგუფი ჯამში 12 ფილიალით თბილისის გარდა,   საქართველოს სამ რეგიონში -  გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის წარმოდგენილი. თუმცა სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ.