კისრის გასაბერი ბალიში

კისრის გასაბერი ბალიში იდეალურია მათთვის, ვისაც სხეულის ამ ნაწილში დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება აწუხებს. თუ თქვენ ტელეფონში ყურებას ან კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომას დიდ დროს უთმობთ, მაშინ კისრის ტკივილი თქვენთვის უცხო არ იქნება. ზოგადად ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება კისრის დაჭიმულობას და დისკომფორტს იწვევს.  კისრის გასაბერი ბალიში კი კისერს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და  ხერხემლის მალებს შლის.  ამ პროდუქტით სარგებლობენ ის ადამიანებიც, ვისაც მალების სხვადასხვა დაზიანება აწუხებს. იდელურია მისი ტარება სამგზავროდაც.

კისრის გასაბერი ბალიშის გამოყენების ინსტრუქცია

ბალიშის ჰაერის კამერა გარედან დაფარულია ხავერდოვანი ქსოვილით.ორთოპედიულ საყელოში ჰაერი სასურველ დონემდე უნდა ჩატუმბოთ მექანიკურად,სპეციალური ბუშტის მეშვეობით.პროდუქტი არ გარეცხოთ,საჭიროებისას გაწმინდეთ სველი ხელსახოცით,რათა შეძლოთ ხანგრძლივად და ეფექტურად მისი გამოყენება.

სად შევიძინოთ გასაბერი კისრის ბალიში?

კომპანია „ახალი ხედვა“   მომხმარებლებს ორთოპედიულ პროდუქტებს  2012   წლიდან სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მარაზიებში საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa-ს Cyberg-ის ,Bauerfeind-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქტებია წარმოდგენილი. კომპანია მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს საჭიროებებიდან გამომდინარე  უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და სერვისი შესთავაზოს. აქედან გამომდინარე, კისრის ტკივილისთვის მაღაზიებში არაერთი პროდუქტია ოპტიმალურ ფასებში ხელმისაწვდომი.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია კისრის გასაბერი ბალიში,  რომელიც საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად.  მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგება ძალიან მარტივია. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

სამედიცინო მაღაზია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ასევე სთავაზობს კისრის ფიქსატორებს სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. მაგალითად,  კისრის ოსტეოქონდროზის,კისრის დაჭიმულობისა და ტკივილის შემთხვევაში და დისკის თიაქარის დროს  რეკომენდებულია კისრის საფიქსაციოს გამოყენება,რომელსაც აქვს ნახევრად მყარი სტრუქტურა.

ფილადელფიის კისრის ორთეზი კი  კისრის ტრავმის, მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ინიშნება.ის სრულად ზღუდავს კისრის მოძრაობას.

კისრის სტაბილიზატორი  ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის გამოიყენება. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.

თბილისის გარდა, კომპანია „ახალი ხედვა“  საქართველოს ოთხ რეგიონში   14 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. სასურველი ნივთის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს ოპტიმალურ ფასებში სთავაზობს და აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.