კისრის გაშეშება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

კისრის გაშეშება ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. არასწორ მდგომარეობაში ძილის შემდეგ, ეს დისკომფორტი ერთხელ მაინც გამოგვიცდია. ამ დროს მატულობს ტკივილი მოძრაობისას, რადგან კუნთები დაჭიმულია. გარდა ამისა კისრის გაშეშების ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზებად დღესდღეობით, კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომა და საოფისე საქმიანობა სახელდება. ამ პრობლემის გასამკლავებლად  უმთავრესი ფაქტორია ჯდომის დროს პოზის ხშირი ცვლილება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ  რამდენიმე დღის განმავლობაში ადრე დაიძინოთ, იაროთ ფეხით და დაკავდეთ ფიზიკური აქტივობებით. კისრის მკურნალობისთვის აუცილებელია მსუბუქი ვარჯიშებიც, რომელიც სპაზმის მოხსნას უწყობს ხელს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის გაშეშება?

კისრის გაშეშება განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს უხერხულ პოზიციაში ძილმა, კომპიუტერის კლავიატურასთან ხანგრძლივმა მუშაობამ, ან ცუდი პოზის გამო კუნთის დაჭიმულობამ. გარდა ამისა კისრის გაშეშებას იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე;

ემოციური დაძაბულობა და სტრესი;

დაუბალანსებელი მძიმე წონის აწევა.

კისრის გაშეშების მკურნალობა

კისრის გაშეშების დროს მკურნალობის მიზნით, იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. გარდა ამისა, ამ პრობლემის მოსახსნელად  ვარჯიშების ოპტიმალური რაოდენობაც რეკომენდირებულია. ამ დროს ასევე,  სამკურნალოდ ეფექტურია კისრის ფიქსატორების გამოყენება. ეს პროდუქტი ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს და აქტიურად გამოიყენება კუნთების დაჭიმულობის დროს. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში კისრის ფიქსატორები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. პროდუქცია ხელმისაწვდომია S, M, L,XL და XXL ზომებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიური ბრენდების - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger - ის კისრის ფიქსატორებს სთავაზობს.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

• კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

 • კისრის სტაბილიზატორი -  ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.

 • ნახევრად რბილი და რბილი კორსეტები - ზღუდავს კისრის მოძრაობას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას მგზავრობის დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.