კისრის ოსტეოქონდროზი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
კისრის ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა და ის დედამიწის მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. ეს დაავადება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. კისრის ოსტეოქონდროზს ოფისის თანამშრომლების დაავადებას ეძახიან, რადგან მჯდომარე ცხოვრების წესი და ერთ პოზიციაში დიდხანს გაჩერება ხერხემლის კისრის ნაწილის მუდმივ დაძაბვას იწვევს. მას ისეთი სიმპტომები ახასიათებს, როგორიცაა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხელების დაბუჟება, ხელებში ჩხვლეტა, ყურებში ხმაური, ყლაპვის გაძნელება და კისრის “ხრაშუნი”. კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის ოსტეოქონდროზი?
თუ კისრის ტკივილი დაგვეწყო, ამის მიზეზი შეიძლება,კისრის ოსტეოქონდროზიც იყოს. მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მათ შორის არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და არასწორი კვება. თუ ორგანიზმი არასაკმარისი რაოდენობით იღებს კალციუმსა და ფოსფორს, ცილასა და ამინომჟავებს, მაშინ ძვლები და სახსრები ნაკლებად გამძლე და ნაკლებად მოძრავი ხდება. ასევე ოსტეოქონდროზის განვითარების მიზეზი ხშირად ჭარბი წონა, კვების არასწორი რეჟიმი, ორგანიზმის ინტოქსიკაცია და ინფექციური დაავადებებია. ჩამოთვლილის გარდა, კისრის ოსტეოქონდროზის გამოწვევი სხვა გავრცელებული ფაქტორებიც არსებობს. მათ, შორის არის:
● ხერხემლის ტრავმა;
● სუსტი ფიზიკური განვითარება;
● ბრტყელტერფიანობა;
● სქოლიოზი;
● არასწორი ფიზიკური დატვირთვა;
● უმოძრაო ცხოვრების წესი;
მკურნალობის გზები
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია სამკურნალო ვარჯიშების ჩართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში. გარდა, ამისა ამ დროს ეფექტურია კისრის ფიქსატორების გამოყენება, რადგან ეს პროდუქტი ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. მას შეუძლია კისერი ტრავმისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას. მისი ბამბის ზედაპირი კი მომხმარებლებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ამ პროდუქტის ფართო არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”, რომელიც მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიური ბრენდების - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger - ის კისრის ფიქსატორებს სთავაზობს.