რა არის კისრის საყელო?

კომპანია „ახალი ხედვა“   მომხმარებლებს კისრის საყელოების  მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომებში,  მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger კი მათი მწარმოებელი ექსკლუზიური ბრენდებია. კისრის საყელოების ღირებულება 30 ლარიდან 340 ლარამდე მერყეობს. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი კომპანიების მაღალი ხარისხის    პროდუქციას   ოპტიმალურ ფასებში 2012   წლიდან სთავაზობს. „ახალი ხედვა“ სამედიცინო სფეროს მიმართულებით ეტაპობრივად ნერგავს იმ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად ერგება და  მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას მათ მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდის. კომპანია “ახალი ხედვა” აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. 

 რა ტიპის კისრის საყელოებს გთავაზობთ კომპანია “ახალი ხედვა”?

კისრის ტკივილი ყოველდღიური საქმიანობიდან თუ მჯდომარე ცხოვრებიდან გამომდინარე ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს.    ეს   პრობლემა   კი   მათში ძალიან   ხშირად   ქრონიკულ   სტრესს,  ემოციურ   დაძაბულობასა   და შფოთს იწვევს. ასეთ დროს კისრის საყელოს გამოყენება ხსნის მსგავს უსიამოვნო შეგრძნებებს და ტკივილსაც ამსუბუქებს. გარდა ამისა, მათი გამოყენება  შესაძლებელია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა რევმატული ართრიტი,ოსტეოქონდროზი, კისრის ოსტეოართრიტი და დისკის თიაქარი. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად კომპანია “ახალ ხედვაში” კისრის საყელოების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

კისრის გასაბერი ბალიში - საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

ფილადელფიის კისრის ორთეზი კი  კისრის ტრავმის, მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ინიშნება.ის სრულად ზღუდავს კისრის მოძრაობას.

კისრის სტაბილიზატორი  ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის გამოიყენება. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.შესაძლებელია საყელოს სიმაღლის რეგულირება.

როგორ უნდა  შევიძინოთ კისრის საყელო კომპანია “ახალ ხედვაში”?

თუ გადაწყვეტთ, რომ უმაღლესი ხარისხის კისრის საყელო შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად, მაშინ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ აფთიაქებს უნდა ეწვიოთ. კომპანიას ჯამში 13 ფილიალი თბილისის გარდა,   საქართველოს ოთხ რეგიონში -  გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში აქვს წარმოდგენილი. თუმცა სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ.