კისრის ტკივილი

კისრის ტკივილი ის გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. იგი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. თუმცა თუ ტკივილი დიდხანს გაგრძელდა, ის ქრონიკუად ითვლება და საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

კისრის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია:               

·         კუნთის დაჭიმულობა - მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან ან სამუშაო მაგიდასთან ერთსა და იმავე პოზაში ჯდომა, ასევე ცუდ პოზაში ძილი;

·         ტრავმა - მაგალითად საავტომობილო ავარიის შედეგად მიღებულმა ტრავმამ შეიძლება იმოქმედოს კისრის ტკივილის წარმოშობაზე მომავალში;

·         დაავადებები - გარკვეულმა დაავადებებმა, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, მენინგიტი ან სიმსივნე, შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი;

კისრის ტკივილი ბავშვებში

ცუდმა პოზამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც დიდხანს რჩებიან ერთ მდგომარეობაში. მაგალითად, კომპიუტერთან ჯდომისას, მობილური ტელეფონის გამოყენებისას ან ტელევიზორის ყურებისას.

დიდხანს წიგნის კითხვამ ან მეცადინეობამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს კისრის ტკივილს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში თავის დახრილ მდგომარეობაში შენარჩუნება იწვევს კისრის კუნთების არათანაბარ დაჭიმვას და ტკივილის განვითარებას.

ამას გარდა ბავშვებში კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი ფიზიკური დატვირთვა, როგორიცაა უხეში თამაში ან სპორტი, რაც მცირე დაზიანებების გამომწვევი მიზეზია.

კისრის ტკივილის მკურნალობა

კისრის ტკივილის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხდება. მათ შორის:

·         მედიკამენტური მკურნალობა;

·         მასაჟი და ვარჯიში - ფიზიოთერაპევტს შეუძლია გასწავლოთ სწორი პოზა და კისრის ვარჯიშები. ასევე მას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი ტკივილის შესამსუბუქებლად და მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად.

·         ფიზიოთერაპია - კანის გავლით ნერვის ელექტრულად სტიმულაცია (TENS). ელექტრული იმპულსები ბლოკავენ ტკვილის გადამცემ სიგნალებს, რაც ამცირებს ტკივილს.

·         კისრის ფიქსატორების გამოყენება

·         ქირურგიული ჩარევა.

კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომები

ადრეულ სტადიებში დაავადებას მტკივნეული სიმპტომები პრაქტიკულად არ ახასიათებს. ასეთ დროს თქვენ შეიძლება იგრძნოთ დისკომფორტი კისრის არეში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ან დაძაბულ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომის შემდეგ, ასევე თავის უეცარი მოძრაობის ან დახრის შემდეგ.

კისრის ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომებია:

·         კისრის ტკივილი;

·         თავის ტკივილი;

·         „ხრაშუნის“ ხმები კისრის მოძრაობისას;

·         თავბრუსხვევა და კოორდინაციის დაკარგვა;

·         ზოგადი სისუსტე;

იშვითად, თუმცა მაინც გვხვდება:

·         ხელების სისუსტე;

·         ენის დაბუჟება და მეტყველების დაქვეითება;

·         სუნთქვის, სმენის, მხედველობის პრობლემები;

·         გახშირებული ოფლიანობა;

·         მაღალი წნევა.

კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობის მეთოდები

კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობისას, დაავადების ბოლომდე დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მკურნალობით, რაც მოიცავს მედიკამენტებს, ფიქსატორების გამოყენებას, სამკურნალო ვარჯიშებსა და ფიზიოთერაპიას. დაავადების შემდგომ სტადიაზე განვითარების შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

„ახალი ხედვის“ კისრის ფიქსატორები

სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ გთავაზობს კისრის ფიქსატორების მრავალფეროვან არჩევანს. როგორც მაღაზიათა ქსელში, ასევე ვებ-გვერდზე თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ მაღალი ხარისხის მქონე, თანამედროვე პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასში. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი, ჩვენი კვალიფიციური კონსულტანტები გაგიწევენ სრულფასოვან დახმარებას, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!