კისრის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

 

კისრის ტკივილი,  დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება   ჩვენ ყოველდღიურ  საქმიანობას ართულებს. როგორც წესი, ეს დისკომფორტი თავისთავად გადის. თუმცა, თუ კისრის ტკივილი გაგრძელდება ოთხი ან ხუთი დღის განმავლობაში და არ გაუმჯობესდება, კარგი იქნება მიმართოთ ისეთ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და დაგისვათ სწორი დიაგნოზი. ამ დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს რენტგენი და/ან MRI, რათა კარგად დაათვალიეროს კისრის და ხერხემლის მალები.

რა იწვევს კისრის ტკივილს?

ბოლო წლების განმავლობაში კისრის ტკივილის ჩივილი მოსახლეობაში სწრაფად იზრდება. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ეს პრობლემა რამდენიმე თვეში ქრება, მაგრამ ადამიანთა ნახევარს ან სამ-მეოთხედს  განმეორებითი ტკივილები ისევ ეწყება. ეს ყველფერი გარკვეულწილად ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. გარდა ამისა, კირის ტკივილის მნიშვნელოვანი ფაქტორებია ცუდი ძილი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და სტრესი.  კისრის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა: 

 კუნთის დაჭიმულობა;

სახსრების გაცვეთა;

 ნერვის კომპრესია;

მოულდნელი ტრავმა 

კისრის ტკივილის მკურნალობა

კისრის ტკივილის მკურნალობა ადრეულ ეტაპზე უკეთ იმართება. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ორთოპედიულ ბალიშებსა და ფიქსატორებს იყენებენ. ეს პროდუქცია ხელს უწყობს ზედა კიდურის მოძრაობის შეზღუდვას და მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს  ნორმალური ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს. მათი გამოყენება რეკომენდებულია კუნთების დაჭიმულობის შემთხვევაში ან ნერვის “გაციების” დროს სითბური ეფექტისთვის, ხშირად კი მათ მარტივი რელაქსაციისთვისაც იყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

კისრის ბალიში - გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრის და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. ის ასევე  უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორ ფუნქციონირებას.

კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას კისრის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

სამგზავრო ბალიში - ამ პროდუქტის გამოყენება მნიშვნელოვანია მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის. მისი ფორმა დაგეხმარებათ, რომ თავი და კისერი სწორ პოზიციაში დააფიქსიროთ და სატრანსპორტო საშუალებით ხანგრძლივი გადაადგილება თქვენთვის ნაკლებად შემაწუხებელი იყოს. 

„ახალი  ხედვის“ სამედიცინო მაღაზია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ  პროდუქტებს აერთიანებს.   ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ფილიალებით. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. 

როგორ ავირიდოთ თავიდან კისრის ტკივილი?

ალბათ გსმენიათ, რომ არსებობს სხეულის სწორი და არასწორი პოზები, ზოგიერთ პოზას კისრის ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მალევე იგრძნობთ, რომ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა:

კისერი და თავი შეინარჩუნეთ სწორ-ნეიტრალურ  მდგომარეობაში. ეს ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში მოერიდოთ თავის წინ დახრას და უკან გადაწევას. 

თუ კომპიუტერთან მუშაობა გიწევთ, მონიტორი დააყენეთ თვალების სისწორეზე. 

წოლის დროს მოერიდეთ წიგნის კითხვას.

ძილის დროს კისერი სწორ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ და გამოიყენეთ ორთოპედიული ბალიში. 

შეასრულეთ ვარჯიშები, რომლებიც დაგვეხმარება კისრის კუნთების გაძლიერებაში.

ახლა, კი გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც კისრის ტკივილის შემცირებაში და გამოწვეული პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ:

სმარტფონის გამოყენების დროს:

დაიჭერეთ ტელეფონი თვალის სიმაღლეზე;

ყოველ საათში ერთხელ  გადადეთ სპარტფონი და დაისვენეთ;

შესვენების დროს კი, გააკეთეთ კისრის ვარჯიშები:

შეაერთეთ ხელები და მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ. დაეყრდენით ნიკაპით 7 წამის განმავლობაში და გაიმეორეთ სამჯერ;

დახარეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ ყური მხარზე მიიდოთ. თითო მხარეს ხუთჯერ გაიმეორეთ ეს მოძრაობა.