კისრისა და ბეჭის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

კისრისა და ბეჭის ტკივილს იწვევს გაციება, დაძაბულობა და დაჭიმულობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. კისრისა და ბეჭის ტკივილი შესაძლოა განვითარდეს უხერხული მოძრაობით ან ძლიერი დაღლილობითაც. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს - შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. ამ დროს იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. გარდა ამისა, დისკომფორტის მოსახსნელად ვარჯიშების ოპტიმალური რაოდენობაც რეკომენდირებულია. კუნთების დაჭიმვის სამკურნალოდ ეფექტურია ფიქსატორების გამოყენებაც.
რა იწვევს კისრისა და ბეჭის ტკივილს?
ხშირად, კისრისა და ბეჭის ტკივილი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება. გარდა ამისა, დისკომფორტი მხრის არეში შესაძლოა, სიმძიმეების აწევამ, გარკვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან არასწორმა მოძრაობამაც გამოიწვიოს. კისრისა და ბეჭის ტკივილის გამომწვევი ფაქტორებია:
● ტრავმა;
● სიმძიმეების აწევა;
● ნერვის გაღიზიანება;
● კუნთების დაზიანება;
● დაავადებები.
კისრის და ბეჭის ტკივილის მკურნალობა
კისრისა და ბეჭის მკურნალობა ადრეულ ეტაპზე უკეთ იმართება. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ორთოპედიულ ბალიშებსა და ფიქსატორებს იყენებენ. ეს პროდუქცია ხელს უწყობს ზედა კიდურის მოძრაობის შეზღუდვას და მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს ნორმალური ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს. მათი გამოყენება რეკომენდებულია კუნთების დაჭიმულობის შემთხვევაში ან ნერვის “გაციების” დროს სითბური ეფექტისთვის, ხშირად კი მათ მარტივი რელაქსაციისთვისაც იყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● მხრების ქამარი - არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, თაბაშირის შემცლელად.
● მხრის ბანდაჟი - ინიშნება მხრისა და ბეჭის ძვლის მოტეხილობის, მხრის ამოვარდნილობის, დისლოკაციისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. ის უზრუნველყოფს მხრის ზედა ნაწილისა და მკლავის საიმედო ფიქსაციას, რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის აუცილებელია.
● კისრის ბალიში - გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრის და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. ის ასევე უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორ ფუნქციონირებას.
● სამგზავრო ბალიში - ამ პროდუქტის გამოყენება მნიშვნელოვანია მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის. მისი ფორმა დაგეხმარებათ, რომ თავი და კისერი სწორ პოზიციაში დააფიქსიროთ და სატრანსპორტო საშუალებით ხანგრძლივი გადაადგილება თქვენთვის კომფორტული იყოს.
მათი ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე საფირმო ფილიალებშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.