კოჭის შეშუპება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალბის გზები

კოჭის შეშუპება ხშირი პრობლემაა სირბილის, ფეხის გადაბრუნების, წაქცევისა  და დაჭიმულობის გამო. კოჭი არის სხვადასხვა კომპონენტისგან აგებული ძლიერი, კომპლექსური ერთიანობა, რომელიც უძლებს სხეულის მთელ წონას. ამიტომ ფეხების შეშუპება კოჭებთან შესაძლოა - კოჭის მყესების, ძვლების, იოგებისა ან კუნთების დაზიანებით იყოს გამოწვეული.

კოჭის შეშუპების სიმპტომები

შეშუპებას ახასიათებს კოჭის ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მოძრაობისა და ხელით შეხების დროს ძლიერდება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ამ პრობლემას თან ტემპერატურაც ახლავს, მაშინ არ არის გამორიცხული ინფექციური ართრიტი ან მწვავე რევმატული ცხელება მიმდინარეობდეს. კოჭის შეშუპების სიმპტომებია: 

მოძრაობის შეზღუდვა;

ტკივილი;

ტემპერატურა;

სიმხურვალე და წვა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს კოჭის შეშუპება?

კოჭის შეშუპების მრავალი მიზეზი არსებობს.  ამ პრობლემის ხშირი მიზეზია ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა და ტრავმული დაზიანებები.  თუმცა, ზოგჯერ ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. შეშუპების მიზეზი შესაძლოა იყოს სითხის დაგროვება ან დაზიანებული თუ ტრავმირებული ქსოვილებისა და სახსრების ანთება. ზოგჯერ ფეხის შეშუპება ისეთი სერიოზული პათოლოგიების სიმპტომია, როგორიცაა: გულის დაავადება ან სისხლის კოლტები. კოჭის შეშუპების გამომწვევი მიზეზებია:

უეცარი ტრავმა;

ღრძობა;

ფეხის გადაბრუნება;

ინფექცია;

დაავადება.

კოჭის შეშუპების მკურნალობა

კოჭის შეშუპება ყინულებითა და ცივი საფენებით შესაძლოა მოვიხსნათ. თუმცა, კოჭის ტკივილს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება. მწვავე ტკივილის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც  ტკივილის მიზეზი ტრავმა ან სხვა ტიპის  დაზიანებაა. მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება კოჭის ფიქსატორები. ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.  კოჭის ფიქსატორი უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის კოჭის ფიქსატორებს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად საქართველოს  13 საფირმო  მაღაზიაშია წარმოდგენილი. დედაქალაქის გარდა, ახალი ხედვის ფიქსატორების შერჩევა გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის შესაძლებელი.  პროდუქცია არის ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი ღირებულება ძირითადად  30 ლარიდან 415 ლარამდე მერყეობს.