კოჭის სტაბილიზატორი
კოჭის სტაბილიზატორს სხვადასხვა დაავადებისა და ტრავმის დროს იყენებენ. ამ პროდუქტს ატარებენ მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ის ინიშნება როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. მკურნალობის პროცესში კი ის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება აღნიშნული ფიქსატორები. კოჭის სტაბილიზატორი ხელს უწყობს ფეხის სწორ პოზიციაში დაფიქსირებასა და იმობილიზაციას.ის უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ კოჭის მიდამოში სითბოს შენარჩუნებასაც.
“ახალი ხედვის” კოჭის სტაბილიზატორი
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის კოჭის სტაბილიზატორებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია ცნობილი საერთაშორისო ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი ღირებულება ძირითადად 30 ლარიდან 415 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
• კოჭის სამაგრი რბილი ჩანართით - უზრუნველყოფს კოჭ-წვივის სტაბილიზაციას და ამცირებს ტკივილს.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაადგილების დროს არ გზღუდავთ. ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
• კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით - მისი გამოყენება შეგიძლიათ ართრიტის, სახსრის დაჭიმვა/დაძაბულობის, ღრძობის ან თაბაშირის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.გვერდებზე მოთავსებული აქვს პლასტმასის ჩანართები, რაც თქვენს კოჭს დაზიანებისგან იცავს, ჯვარედინი ღვედები კი ძლიერ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ჰაერი მარტივად ცირკულირდება, სახსარში კი სითბო ნარჩუნდება.
• ფეხის ორთრეზი- ხელს უწყობს ფეხის სწორ პოზიციაში დაფიქსირებასა და იმობილიზაციას. გამოიყენება ძვლებსა და რბილ ქსოვილებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ,მენჯ-ბარძაყისა და კოჭ-წვივის მოტეხილობის დროს,რეაბილიტაციის პერიოდში. ასევე ეფექტურია პერიფერიული ნერვების დაზიანებისას.გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
• კოჭის ორთეზი - კოჭს აფიქსირებს 90 გრადუსიანი კუთხით. ორთეზი ნებისმიერ ფეხსაცმელს ერგება და დისკომფორტსაც არ შეგიქმნით.ინიშნება მყესების დაზიანების დროს,ასევე ინსულტის შემდეგ ტერფის სტაბილიზაციისთვის.გამოიყენება ასევე კოჭ-წვივის სახსრის ამოვარდნილობის და მოტეხილობის დროს. დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასის მასალისაგან.
• კოჭის ბანდაჟი - ამ კოჭის მარტივი სამაგრის გამოყენება მყესების დაჭიმულობის, ტერფის ქრონიკული ტკივილის დროს შეგიძლიათ. ის დამზადებულია ლამინირებული ელასტიური მასალისგან, რაც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და არ აოფლიანებს კანს.
დამატებით რა უნდა ვიცოდეთ პროდუქტის შესახებ?
კომპანია “ახალი ხედვის“ კოჭის სტაბილიზატორები 12 საფირმო ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. დედაქალაქის გარდა, მათი შერჩევა გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის შესაძლებელი. ამ პროდუქტების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც ხდება. კოჭის ფიქსატორების გამოყენების პერიოდი კი ინდივიდუალური პრობლემის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მისი ტარება მხოლოდ რამდენიმე დღე იყოს საჭირო. თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.ზუსტი რეკომენდაციისთვის,ფიქსატორის გამოყენებამდე მიმართეთ პირად ექიმს.