კოჭის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
კოჭი არის სხვადასხვა კომპონენტისგან აგებული ძლიერი, კომპლექსური ერთიანობა,რომელიც უძლებს სხეულის მთელ წონას.ამ არეში ტკივილის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი არსებობს. შეიძლება, ეს სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით, მოხრით, გაშლით ან შებრუნებით იყოს განპირობებული. კოჭის ტკივილი შესაძლოა, მის შიდა და გარე მხარეს ან აქილევსის მყესის გასწვრივაც ვრცელდებოდეს. მსუბუქი ხასიათის ტკივილი ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის, თუმცა ამ პროცესს დრო სჭირდება. კოჭის ძლიერი ტკივილი ექიმის ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი ტრავმის შემთხვევაში.
კოჭის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
კოჭს ადამიანის აგებულებაში დიდი დატვირთვა აქვს. ის მყესებს, ძვლებს, იოგებსა და კუნთებს აერთიანებს და ამიტომ, რომელიმე მათგანის დაზიანება ძლიერ ტკივილებს იწვევს. კოჭის ტკივილების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მათ შორისაა:
● ღრძობა - გულისხმობს სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვას ან ნაწილობრივ გაგლეჯას. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ხშირია სპორტსმენებში, რადგან კოჭის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა, მოხრა, გაშლა ან შებრუნება.
● აქილევსის ტენდინიტი - ძირითადად ზედმეტი დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. აქილევსის მყესი ის ქსოვილია, რომელიც კანჭის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან- შესაბამისად, ტკივილიც ძირითადად ფეხის უკანა ნაწილში ან ქუსლის ძვალთან ლოკალიზდება.
● ოსტეოართრიტი - სახსარში მიმდინარე დეგენერაციული პროცესია,რომელიც,პირველ რიგში, იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის გაცვეთას.ამ დროს ასევე ზიანდება სახსრის სხვა კომპონენტები.მდგომარეობა კლინიკურად სახსრის ტკივილით და ფუნქციის შეზღუდვით ხასიათდება.
როგორ ვუმკურნალოთ კოჭის ტკივილს?
კოჭის ტკივილის მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. მსუბუქი დაზიანებებისა თუ ტრავმების შემთხვევაში უმეტესად მიმართავენ ამბულატორიულ მკურნალობასა და თაბაშირით იმობილიზაციას. ზოგჯერ მოტეხილობების ან სხვა მძიმე დაზიანებების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო. კოჭის ტკივილს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება, თუმცა, თვითმკურნალობა დაუშვებელია მწვავე ტკივილის შემთხვევაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტკივილის მიზეზია ტრავმა ან სხვა ტიპის დაზიანება. მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ფიქსატორები. ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. კოჭის ფიქსატორი უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის კოჭის ფიქსატორებს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად საქართველოს 16 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. დედაქალაქის გარდა, „ახალი ხედვის“ კოჭის ფიქსატორების შერჩევა გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში არის შესაძლებელი. პროდუქცია არის ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი ღირებულება ძირითადად 30 ლარიდან 338 ლარამდე მერყეობს.