რა არის კოლოსტომის ჩანთა?

კოლოსტომის ჩანთა ავადმყოფის მოვლის ერთ-ერთი საშუალებაა. ეს პროდუქტი არის დრენირებადი ან დახურული,შესაბამისად არსებობს როგორც  ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი სარგებლობის. მოვლის პროცესში კომფორტულია მისი გამოყენება, რადგან სტომის დრენირებადი პარკის დაცლა პაციენტს მუცლიდან მოშორების გარეშე შეუძლია. კოლოსტომის ჩანთა არის განავლის მიმღები,რომელიც რბილი,წყალგამძლე მასალისგან არის დამზადებული.ის მაგრდება მუცლის წინა კედელზე ოპერაციულად შექმნილი სტომის ირგვლივ. რაც შეეხება სტომას - ის სხეულში ქირურგიულად წარმოქმნილი ხვრელია და იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების  სამკურნალოდ.

კოლოსტომის გამოყენების ინსტრუქცია

კოლოსტომის ჩანთა,იგივე კალაპრიომნიკი,როგორც მას დამახინჯებულად ეძახიან, შედგება ორი ნაწილისაგან: მრგვალი ფორმის სამაგრისგან და თავად ჩანთისგან. მრგვალი ფორმის სამაგრი მუცელზე სტომის ირგვლივ მწებავი ზედაპირით მაგრდება. სტომა არის მუცლის წინა კედელზე ღიად დატოვებული ნაწლავის ბოლო, რომლის გარშემოც  კოლოსტომის ჩანთა უნდა დამაგრდეს.  არსებობს კოლოსტომის ჩანთების სხვადასხვა მოდელი, რომლის გამოყენების წესებიც განსხვავებულია. მაგალითად, თუ ჩანთა სამაგრს შორდება, მაშინ რამოდენიმე დღის განმავლობაში სამაგრი  მუცელზე რჩება და მხოლოდ ჩანთა იცვლება. არსებობს ისეთი კოლოსტომის ჩანთებიც, როდესაც სამაგრი და ჩანთა ერთმანეთს არ შორდება და გამოცვლის დროს ერთიანად იხსნის პაციენტი და იკეთებს ახალს.

 სად შეიძლება კოლოსტომის ჩანთის შეძენა?

„ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ცნობილი თურქული კომპანიის -  კონფორტის / Confort მიერ წარმოებულ კოლოსტომის ჩანთებს სთავაზობს. მათი ღირებულება 6-ლარამდე მერყეობს. კომპანიის მაღაზიებში წარმოდგენილი კოლოსტომის ჩანთების სამაგრი  100% ჰიდროკოლოიდურ დრეკად ფირფიტას წარმოადგენს და არ აღიზიანებს კანს, ის კარგად ეკვრის და ადვილად შორდება მას. სამაგრს ცენტრალურ ნაწილში აქვს სტომის ზომების მაჩვენებელიც. პაციენტს შეუძლია მაკრატლით ამოჭრას და გააფართოვოს სამაგრის ცენტრალური ნაწილი სტომის შესაბამის ზომაზე. ჩანთა კი წარმოადგენს ორმაგ ტომარას, რომლის გარეთა შრე დამზადებულია რბილი, წყალგამძლე, ჰაერგამტარი ქსოვილისგან. მასში მოთავსებული ნახშირის ფილტრი აქრობს სუნს და ხელს უშლის ჩანთის გაბერვას.

განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

კოლოსტომის ჩანთა დახურული სამაგრით - არის ერთჯერადი გამოყენების,სამაგრი ჩანთას არ შორდება.  

კოლოსტომის ჩანთა დრენირებადი სამაგრით - მრავალჯერადი გამოყენებისაა და არის დრენირებადი, თუმცა სამაგრი და ჩანთა არ შორდება ერთმანეთს. “ფხრიწის” გახსნის შემდეგ შესაძლებელია ჩანთის დაცლა მუცლის ზედაპირიდან მოშორების გარეშე.  

კოლოსტომის ჩანთის სამაგრი - არის მწებავი მრავალჯერად გამოყენების სამაგრი. სამაგრს უმაგრდება კოლოსტომის ჩანთა,საჭიროების შემთხვევაში იცვლება მხოლოდ ჩანთა,სამაგრი კი რჩება მიმაგრებული.

კომპანია „ ახალი ხედვის“ კოლოსტომის ჩანთების შეძენა შესაძლებელია სამედიცინო ჯგუფის 14 მაღაზიაში - თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. სასურველი ნივთის ყიდვა ასევე შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც - ამისთვის საჭიროა კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდზე დარეგისტრირდეთ. შერჩეულ ნივთს, კურიერი ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.