კომპრესიული კოლგოტი “ახალი ხედვის” მაღაზიებში

კომპანია “ახალი  ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდების კომპრესიულ კოლგოტებს სთავაზობს.  უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში და თერმორეგულაციას წლის ნებისმიერ სეზონზე. კომპრესიული კოლგოტი დამზადებულია მაქსიმალურად რბილი, პოლიამიდური ბოჭკოსაგან და საკმაოდ გამძლეა. მისი ქსოვილი გამდიდრებულია ანტიბაქტერიული მოქმედების ვერცხლის იონებით - არის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული და კომფორტულია. 

რა ბენეფიტები აქვს კომპრესიული წინდების გამოყენებას?

კომპრესიული წინდები ვარიკოზის დროს ქმნის დამატებით კარკასს, რომელიც იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს. ვარიკოზული ვენების კოლგოტების რბილი ქსოვილების კომპრესია იცავს კიდურებს შეშუპებისგან, დაღლილობისა და კუნთების ტკივილისგან. მისი მოქმედების მექანიზმი ვენის კედელზე ზუსტად გათვლილსა და დოზირებულ ზეწოლას განსაზღვრავს. კომპრესიული წინდები ახდენს: 

  • ზეწოლას ვენებზე; 
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში; 
  • ამსუბუქებს ვენებისა და კუნთოვანი ტუმბოს მუშაობას; 
  • ამცირებს გულის დატვირთვას; 
  • აქრობს ქვედა კიდურებში დაღლილობას; 
  • ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას.

რა ტიპის კოპრესიული კოლგოტების შეძენა შეგიძლიათ?

კომპრესიული კოლგოტები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. ეს პროდუქტი ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. განვიხილოთ, რა დროს და რა მიზნით უნდა გამოვიყენოთ კომპრესიული კოლგოტები:

  • ანტი-თრომბოემბოლიური წინდა - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას
  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა - გამოიყენება თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.  გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

როდის არის საჭირო კომპრესიული წინდის გამოყენება?

ანტივარიკოზული წინდები ვენებზე არსებული დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება. ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა და ხშირ შემთხვევაში ნელა პროგრესირებადი მიმდინარეობა ახასიათებს. დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება რჩებოდეს მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად და არ იწვევდეს აქტიურ ჩივილებს. თუმცა, დროთა განმავლობაში  თუ არ ხდება ვარიკოზის დროული მკურნალობა, შესაძლებელია  გართულებები  გამოიწვიოს. კომპრესიულ წინდებს გამოიყენებენ:

  • თრომბოზის დროს; 
  • ვარიკოზის დროს, 
  • ვენური უკმარისობის დროს;
  • ორსულობის დროს;
  • ხანგრძლივი მოგზაურობის დროს.