კომპრესიული ტრიკოტაჟი

კომპრესიული ტრიკოტაჟი ვარიკოზული დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება. ეს პროდუქტი ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის - რაც ვარიკოზის შემთხვევაში ხანგრძლივად ფეხზე დგომისა ან ჯდომის შემდეგ ჩნდება. კომპრესიული ტრიკოტაჟი უზრუნველყოფს:

ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;

ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;

ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში;

ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;

უზრუნველყოფს ქვედა კიდურებში კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რა ტიპის კომპრესიული ტრიკოტაჟები არსებობს?

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს კომპრესიული ტრიკოტაჟის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ 13 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. მათი ფასი 45 ლარიდან 335 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.

მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს.  წინდები არის შავი და  კარამელისფერი.

დამატებით რა უნდა ვიცოდეთ კომპრესიულ ტრიკოტაჟზე?

კომპრესიული ტრიკოტაჟი ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით ინიშნება.  როგორც აღვნიშნეთ, ამ პროდუქტების  ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში’. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთია  შვეიცარიული ბრენდის SIGVARIS-ის  ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდები, რომლის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი  საქართველოში სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვაა". SIGVARIS შვეიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. კომპანია ძირითადად სამედიცინო პროდუქციასთან ერთად მომხმარებელს  პროფილაქტიკურ და ყოველდღიური მოხმარების კომპრესიულ ტრიკოტაჟს სთავაზობს. ამ ბრენდის გარდა,  "ახალი ხედვის" მაღაზიათა ქსელში ასევე Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის ვარიკოზის მოვლის საშუალებებია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც შეუძლია.