კომპრესიული ტრიკოტაჟი “ახალ ხედვაში”
კომპრესიულ ტრიკოტაჟს მომხმარებლები ვარიკოზისა და ვენების სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. ეს პროდუქტი ქვედა კიდურებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებში, ასევე კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება რეკომენდებულია ხანგრძლივი მგზავრობის დროს. სამედიცინო დანიშნულების ეს საშუალებები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
რა ტიპის კომპრესიულ ტრიკოტაჟებს გთავაზობთ ახალი ხედვა?
კომპრესიულ ტრიკოტაჟის რამდენიმე კლასი არსებობს:
● პირველი კომპრესია - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.
● მეორე და მესამე კლასის კომპრესიული წინდებისა და კოლგოტების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.
ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ 12 საფირმო მაღაზიაში წარმოდგენილი. მათი ფასი 45 ლარიდან 335 ლარამდე მერყეობს. ახლა, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვე-ბრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
სად შევიძინოთ კომპრესიული ტრიკოტაჟი?
კომპანია ახალ ხედვაში კომპრესიული ტრიკოტაჟის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთია შვეიცარიული ბრენდის SIGVARIS-ის ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდები, რომლის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა". SIGVARIS შვეიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. კომპანია ძირითადად სამედიცინო პროდუქციასთან ერთად მომხმარებელს პროფილაქტიკურ და ყოველდღიური მოხმარების ელასტიურ წინდებსაც სთავაზობს. ამ ბრენდის გარდა, "ახალი ხედვის" მაღაზიათა ქსელში ასევე Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის ვარიკოზის მოვლის საშუალებებია წარმოდგენილი.სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ როგორც თბილისში, ასევე გორში ,ქუთაისსა და ბათუმში. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც შეუძლია.