კომპრესიული წინდები – როდის არის საჭირო და როგორ შევარჩიოთ?
ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, დაღლილობა და ვენების გამოკვეთა ის სიმპტომებია, რომლებსაც თანამედროვე ცხოვრების რიტმში სულ უფრო ხშირად ვაწყდებით. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი მათთვის, ვისაც დიდხანს უწევს ჯდომა ან ფეხზე დგომა, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვენური მიმოქცევის პრობლემები აწუხებთ. ვარიკოზული დაავადება თუ ვენური უკმარისობა არა მხოლოდ ვიზუალურ დისკომფორტს ქმნის, არამედ ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკსაც წარმოადგენს. ამ პრობლემებთან პრევენციისა და მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და აპრობირებული საშუალება კომპრესიული წინდებია.კომპრესიული წინდები მხოლოდ დისკომფორტის შესამცირებლად არ გამოიყენება – ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვენური სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერასა და ფეხების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის მათი გამოყენება საჭირო და როგორ შევარჩიოთ სწორად. სწორედ ამიტომ, სამედიცინო პროდუქციის წამყვანი კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ელასტიურ და კომპრესიულ ნაწარმს სთავაზობს, რომელიც ვენური სისტემის ჯანმრთელობასა და კომფორტს უზრუნველყოფს.
როდის არის საჭირო კომპრესიული წინდების გამოყენება?
კომპრესიული წინდები ფეხზე განსაზღვრულ წნევას ანაწილებს — ყველაზე ძლიერი ზეწოლა კოჭის არეშია, ხოლო ზემოთ, ბარძაყისკენ, წნევა თანდათან იკლებს. ეს მექანიზმი სისხლის ნაკადის ქვემოდან გულისკენ სწორ მოძრაობას უწყობს ხელს და აფერხებს სისხლის შეგუბებას. ექიმები კომპრესიული წინდების ტარებას რამდენიმე ძირითად შემთხვევაში გვირჩევენ:
-
ხანგრძლივი ჯდომა ან ფეხზე დგომა: თუ თქვენი სამუშაო საათები ოფისში ჯდომას ან მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომას მოითხოვს.
-
ორსულობა: ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში სითხის რაოდენობა და ვენური წნევა იზრდება, რაც ხშირად იწვევს ფეხების შეშუპებასა და ვარიკოზის განვითარებას.
-
მოგზაურობა: ხანგრძლივი ფრენის ან მგზავრობისას, როდესაც ფეხების განძრევა იზღუდება, საგრძნობლად იზრდება თრომბოზის რისკი.
-
ქირურგიული ჩარევები: ოპერაციის შემდგომ პერიოდში თრომბოემბოლიის პრევენციისთვის.
-
სპორტული აქტივობა: ვარჯიშის დროს და მის შემდეგ კუნთების სწრაფი აღდგენისა და ტრავმების თავიდან აცილებისთვის.
კომპრესიის კლასები – როგორ გავარკვიოთ, რომელი გჭირდებათ?
კომპრესიულ წინდების სწორი კლასის შერჩევა პირდაპირ კავშირშია თქვენი ვენების მდგომარეობასთან:
-
I კლასი: ინიშნება ვარიკოზის საწყისი სტადიის, "ვარსკვლავისებრი" ვენებისა და ორსულობისას გაჩენილი შეშუპებების დროს.
-
II კლასი: გამოიყენება გამოხატული ვარიკოზის, ქრონიკული ვენური უკმარისობისა და თრომბოემბოლიის მკურნალობის დროს.
-
III და IV კლასი: ინიშნება მძიმე ფორმის ვენური პათოლოგიების, ლისმფოსტაზისა და წყლულების დროს მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით.
როგორ შევარჩიოთ კომპრესიული წინდა სწორად?
იმისათვის, რომ პროდუქტმა მაქსიმალური სამკურნალო ეფექტი მოგცეთ და ტარებისას დისკომფორტი არ შეგიქმნათ, რამდენიმე ოქროს წესი უნდა გაითვალისწინოთ:
-
გაიზომეთ ფეხი დილით: ზომების აღება აუცილებელია გაღვიძებისთანავე, სანამ ფეხი შეშუპდება. უნდა გაიზომოს კოჭის გარშემოწერილობა, წვივის ყველაზე განიერი ნაწილი და ფეხის სიგრძე.
-
შეარჩიეთ შესაბამისი მოდელი: არსებობს მუხლამდე წინდები (გრაფები), მაღალი წინდები (ჩულქები) და კოლგოტები. მოდელის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ ფეხის რომელ მონაკვეთზეა დაზიანებული ვენები.
-
მიაქციეთ ყურადღება მასალას: მაღალი ხარისხის პროდუქცია დამზადებულია ჰაერგამტარი, ანტიალერგიული ქსოვილისგან, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
რატომ უნდა აირჩიოთ კომპანია „ახალი ხედვა“?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ევროპული ბრენდების ვარიკოზის საწინააღმდეგო და ვარიკოზის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს. „ახალი ხედვის“ ფილიალებში კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან, ზუსტად აიღოთ ზომები და შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური კომპრესიული ნაწარმი. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ, როგორც თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში, ასევე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ რეჟიმში.