კუნთებისა და სახსრების ტკივილი
კუნთების ტკივილი ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ვლინდება.ეს შეიძლება ტრავმის,ინფექციის ან რაიმე პათოლოგიის ნიშანიც იყოს.ტკივილს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ან ქრონიკული,ყრუ ხასიათი. სახსრის ანთებით დაზიანებას კი მრავალი მიზეზი აქვს და საკმაოდ შემაწუხებელი ტკივილიც ახასიათებს. სახსრების ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზია - ოსტეოართროზი.
რამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრებისა და კუნთების ტკივილი?
სახსრების ტკივილი ხელების,ტერფების,მენჯ-ბარძაყის,მუხლისა და ხერხემლის სახსრებში არსებულს დისკომფორტს წარმოადგენს.ამ ხშირად გაუსაძლისი სიმპტომის რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ასაკი,ჭარბი წონა,ტრავმა,ჭარბი ფიზიკური აქტივობა ან ისეთი პათოლოგია,როგორიც არის ართრიტი,სახსარში მიმდინარე ანთებითი პროცესი.
სახსრების ტკივილი გამომწვევი მიზეზებია:
● ოსტეოართრიტი - იგივე სახსრის დეგენერაციული დაავადება არის ართრიტის ყველაზე ხშირი ფორმა.ის ვითარდება მრავალი წლის განმავლობაში და თავს ავლენს ასაკის მატებასთან ერთად.ამ დაავადების დროს ადგილი აქვს სასახსრე ხრტილის დეგრადაციას,რაც იწვევს ტკივილს,შეშუპებას და სახსრის დეფორმაციას.ოსტეოართრიტის განვითარების რისკ-ფაქტორი არის ასაკი,სიმსუქნე,დიაბეტი და ასევე გენეტიკური წინასწარგანწყობა.
● რევმატოიდული ართრიტი - არის ქრონიკულად მიმდინარე ართრიტი,რომელიც აზიანებს სიმეტრიულ სახსრებს.ეს არის აუტოიმუნური ტიპის დაავადება,რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს საკუთარ უჯრედებს.მის სიმპტომებს შორის არის ტკივილი,შეშუპება, სახსრის სიმყიფე და ზოგადი სისუსტე.დაავადებას ახასიათებს გენეტიკური წინასწარგანწყობა და ის ძირითადად შუახნის ქალებში ვითარდება.
● ბურსიტი - სასახსრე აბგის ანთებაა.ის ძირითადად იდაყვის,მუხლის,მხრისა და ტერფის სახსრებში ვითარდება. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ჭარბი აქტივობა და სახსრის დატვირთვა.
● ტრავმა
● ინფექცია
კუნთების ტკივილის გამომწვევ ფაქტორებს შორისაა:
● პროფესიული საქმიანობა
● გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა
● ინფექციური დაავადებები
● ტრავმები, დაჭიმულობა
● ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე
● ენდოკრინული დაავადებები
● ემოციური დაძაბულობა
როგორ ვუმკურნალოთ სახსრებისა და კუნთების ტკივილს?
სახსრების მკურნალობის პროცესი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და დაავადების მიმდინარეობაზე.ხშირად ტკივილი თავისით გაივლის,მაგრამ ხანდახან ხანგრძლივი მკურნალობის პროცესია საჭირო.აუცილებელია კვების სწორი რეჟიმის შენარჩუნება,ჭარბი ფიზიკური აქტივობის აღკვეთა და სახსრების დაზოგვა.მწვავე ტკივილის დროს ასევე იყენებენ ტკივილგამაყუჩებლებსა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს,შესაძლებელია მტკივნეულ სახსარზე ყინულის დადებაც.თუ ჭარბი წონა გაწუხებთ,რეკომენდებულია წონის კორექცია.მოძრაობისას კი აუცილებლად კომფორტული ფეხსაცმელი გამოიყენეთ.
მკურნალობის პროცესი მოიცავს სამკურნალო ვარჯიშებსაც და სპეციალური ორთოპედიული ფიქსატორების ტარებას,რათა დაფიქსირდეს სახსარი,შეიზღუდოს მისი მოძრაობა და ტკივილის ინტენსივობაც შემცირდეს. რაც შეეხება კუნთების ტკივილის მკურნალობას - როგორც ვიცით, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, ასევე ხშირად ხდება კუნთების ტკივილის მიზეზი. ამიტომ ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს. კუნთებისთვის იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული.
“ ახალი ხედვის” ფიქსატორები სახსრებისა და კუნთების ტკივილისთვის
ფიქსატორები ზოგადად ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს და აქტიურად გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს.ეს ორთოპედიული საშუალება არსებობს სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის,ამიტომ პრობლემის შესაბამისად მისი შერჩევა მარტივია.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● მუხლის ფიქსატორები - მუხლის სახსარი ხშირად ზიანდება.შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრავმას ან ანთებით პროცესს.ფიქსატორი უზრუნველყოფს სახსრის სტაბილიზაციას,სითბოს შენარჩუნებასა და ტკივილის შემცირებას. ის შეიძლება დამზადებული იყოს ჰაერგამტარი ნეოპრინის,ანტიალერგიული ან აკრილის მასალისგან. რაც შეეხება მათ ფუნქციურ სხვაობას,ფიქსატორს შეიძლება ჰქონდეს სილიკონის ან მეტალის ჩანართი, ან სპეციალური ბალიში სახსრის დამატებითი მექანიკური ზემოქმედებისგან დასაცავად.
● მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის ტრავმა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.სპეციალური ფიქსატორები მკურნალობისა ან რეაბილიტაციის პროცესში შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა. თუ ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობთ,შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარძაყის კუნთის დამჭერი,რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს და მოახდენს კუნთის საიმედო ფიქსაციას.
● მხრის ფიქსატორები - გამოიყენება მოტეხილობის,ამოვარდნილობის,ანთებითი პროცესისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. რაც შეეხება მხრის სამაგრს,ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურსიტის დროს ან ფიზიკური აქტივობისას მხრის კუნთების ფიქსაციისთვის.
● წელის კორსეტები და ქამრები - გამოიყენება ოსტეოქონდროზის,ართრიტის,მალთაშუა დისკის თიაქრისა და სხვა დაავადებების დროს.თუ მხრებში მოხრილობა და ტკივილი გაწუხებთ შეგიძლიათ ზურგის კორსეტი გამოიყენოთ,მაგრამ არ დაგავიწყდეთ ხერხემლის სტაბილიზაციასთან ერთად სამკურნალო და კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშების გაკეთება,რათა აიცილოთ თავიდან კუნთების სისუსტე და ატროფია.