კუნთების დაჭიმულობა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
კუნთების დაჭიმვას ძირითადად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა იწვევს, რაც ძალიან მტკივნეულია. ზოგჯერ, კუნთის ქსოვილის დაზიანება გამოიხატება შესიებით. გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის გარდა, კუნთების დაჭიმვას იწვევს:
● არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომა/წოლა;
● პროფესიული საქმიანობა
● ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე
● ემოციური დაძაბულობა
კუნთებისა და სხეულის დაჭიმულობას საკმაოდ შემაწუხებელი ტკივილიც ახასიათებს. ყველაზე ხშირად გვხვდება:
● მუცლის კუნთების ტკივილი, რომელიც შესაძლოა კუჭის სპაზმსა და ყაბზობას უკავშირდებოდეს.
● ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა კისრის კუნთების დაჭიმულობაც. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.
● კუნთის დაჭიმვა ასევე ყველაზე ხშირად ვლინდება ფეხებზე. ბარძაყის კუნთის ტკივილი ძირითადად, ფიზიკურ დატვირთვას, ვარჯიშსა და სპორტულ აქტივობას უკავშირდება. მათი დაზიანება ვითარდება კუნთების უეცარი ძლიერი შეკუმშვისას, ძირითადად მოქნილობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშების არასათანადოდ შესრულების გამო.
კუნთების დაჭიმულობის სიმპტომები
კუნთების დაჭიმულობა ხშირად ვლინდება სპორტსმენებში. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს - შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. როგორც წესი, კუნთების ტკივილი ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება. კუნთის დაჭიმვა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გავრცელდეს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტი შეგვიქმნას.
დაჭიმული კუნთის მკურნალობა
კუნთების დაჭიმვას სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ და ეს პროცესი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული პრობლემა. კუნთების ტკივილის მკურნალობის დროს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, ასევე ხშირად ხდება კუნთების ტკივილის მიზეზი. ამიტომ ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს. ამისთვის აუცილებელია, რომ სპეციალისტს მიაკითხოთ და თვითნებური მკურნალობა არ დაიწყოთ. კუნთებისთვის იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. გარდა ამისა, კუნთების დაჭიმულობის დროს მიზანშეწონილია სხვადასხვა ორთოპედიული პროდუქტის გამოყენება:
● მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის ტრავმა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სპეციალური ფიქსატორები მკურნალობისა ან რეაბილიტაციის პროცესში შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა. თუ ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარძაყის კუნთის დამჭერი, რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს და მოახდენს კუნთის საიმედო ფიქსაციას.
● რბილი კორსეტი კისრის მალების ფიქსაციისთვის - გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. ამსუბუქებს კისრის ტკივილსა და ზღუდავს კისრის მოძრაობას.
● მხრის ფიქსატორები - გამოიყენება მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ანთებითი პროცესისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. რაც შეეხება მხრის სამაგრს, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურსიტის დროს ან ფიზიკური აქტივობისას მხრის კუნთების ფიქსაციისთვის.
● წელის კორსეტები და ქამრები - გამოიყენება ოსტეოქონდროზის, ართრიტის, მალთა-შუა დისკის თიაქრისა და სხვა დაავადებების დროს.თუ მხრებში მოხრილობა და ტკივილი გაწუხებთ შეგიძლიათ ზურგის კორსეტი გამოიყენოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ხერხემლის სტაბილიზაციასთან ერთად სამკურნალო და კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშების გაკეთება, რათა აიცილოთ თავიდან კუნთების სისუსტე და ატროფია.