კუნთების სისუსტე - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

კუნთების სისუსტის დროს კუნთების ოპტიმალური ძალა მცირდება და ადამიანს უჭირს ჩვეული ფიზიკური აქტივობების შესრულება. ეს სიმპტომი შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს ან დროთა განმავლობაში პროგრესირებდეს. კუნთების სისუსტეს ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და სიმძიმის აწევის სირთულე. ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის. 

რა სიმპტომები ახასიათებს კუნთების სისუსტეს?

კუნთების სისუსტის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია ის და სხეულის რომელ ნაწილს მოიცავს. კუნთების სისუსტეს ახასიათებს:

  • ფიზიკური ძალის შემცირება: გაძნელებულია ისეთი მარტივი მოძრაობები, როგორიცაა კიბეზე ასვლა, სკამიდან წამოდგომა, ნივთების აწევა ან ხელში დაჭერა.
  • კუნთების სპაზმი: დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი კუნთებში შეიძლება აღინიშნებოდეს უნებლიე თამაში, კანკალი ან მტკივნეული სპაზმები.
  • მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა: სიარულის მანერის შეცვლა, ხელებიდან საგნების უნებლიე გაგდება და გაშვება.
  • ქრონიკული დაღლილობა და გამოფიტვა: სიმძიმისა და გადაღლილობის მუდმივი შეგრძნება კონკრეტულ კუნთოვან ჯგუფში, რომელიც ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი არ გადის.
  • კუნთების განლევა (ატროფია): ხანგრძლივი სისუსტის დროს ვიზუალურადაც შესამჩნევი ხდება, რომ დაზიანებული კუნთი მოცულობაში შემცირდა და მოდუნდა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე?

კუნთოვანი სისუსტის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორი არსებობს - დაწყებული მარტივი გადაღლილობიდან, დასრულებული სერიოზული სისტემური დაავადებებით. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება იყოს ხანგრძლივი უმოძრაობა, არასრულფასოვანი კვება ან ვიტამინების დეფიციტი. უფრო კომპლექსურ შემთხვევებში კი ეს სიმპტომი ნევროლოგიურ, ენდოკრინულ ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიებზე მიუთითებს.კუნთების სისუსტის გამომწვევი მიზეზებია:

  • ნევროლოგიური დარღვევები;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები;
  • ინფექციური პროცესები; 
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტები;
  • გადაღლილობა;
  • ინერტული ცხოვრების წესი.

კუნთების სისუსტის მკურნალობა 

კუნთების სისუსტე საყურადღებოა და მისი ეფექტური მართვა მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკას, ცხოვრების წესის კორექციას, მიზანმიმართულ ფიზიკურ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, ხარისხიანი ორთოპედიული დამხმარე საშუალებების გამოყენებას, რაც პაციენტს აქტიური ცხოვრების რიტმის აღდგენაში ეხმარება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის ტრავმა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.სპეციალური ფიქსატორები მკურნალობისა ან რეაბილიტაციის პროცესში შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა. თუ ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობთ,შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარძაყის კუნთის დამჭერი,რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს და მოახდენს კუნთის საიმედო ფიქსაციას.

მხრის ფიქსატორები - გამოიყენება მოტეხილობის,ამოვარდნილობის,ანთებითი პროცესისა და სხვა პათოლოგიების  მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. რაც შეეხება მხრის სამაგრს,ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურსიტის დროს ან ფიზიკური აქტივობისას მხრის კუნთების ფიქსაციისთვის.

წელის კორსეტები - გამოიყენება ოსტეოქონდროზის,ართრიტის,მალთაშუა დისკის თიაქრისა და სხვა დაავადებების დროს.თუ მხრებში მოხრილობა და ტკივილი გაწუხებთ შეგიძლიათ ზურგის კორსეტი გამოიყენოთ,მაგრამ არ დაგავიწყდეთ ხერხემლის სტაბილიზაციასთან ერთად სამკურნალო და კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშების გაკეთება,რათა აიცილოთ თავიდან კუნთების სისუსტე და ატროფია.

კიდურების სისუსტის სამკურნალოდ კომპანია “ახალი ხედვა” ასევე, სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორების მრვალაფეროვან არჩევანს გთავაზობთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას.