კუნთების სპაზმი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

კუნთის სპაზმი არის კუნთის უეცარი, უნებლიე და მტკივნეული შეკუმშვა. ის შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა ყველაზე ხშირად ფეხის, წვივის, ზურგისა და კისრის არეში გვხვდება. ეს დისკომფორტი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე და მნიშვნელოვნად იმოქმედოს ყოველდღიურ აქტივობაზე. სპაზმის გაქრობის შემდეგ კუნთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტკივნეული ან დაჭიმული შეიძლება დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ კუნთების სპაზმი უმეტეს შემთხვევაში საშიში არ არის, მისი ხშირი გამეორება დისკომფორტს ქმნის და ზოგჯერ ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იწვევს მას და როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა.

რა იწვევს კუნთების სპაზმს?

კუნთების სპაზმის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის მარტივად დასადგენი არ არის. თუმცა არსებობს რამდენიმე გავრცელებული ფაქტორი, რომლებიც კუნთების უნებლიე შეკუმშვის ალბათობას ზრდის. ყველაზე ხშირად კუნთების სპაზმი დაკავშირებულია:

  • ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვასთან ან კუნთის გადაღლასთან;
  • ორგანიზმში სითხის ნაკლებობასთან, განსაკუთრებით ძლიერი ოფლიანობის დროს;
  • დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზაში ყოფნასთან;
  • კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის არასაკმარის რაოდენობასთან;
  • არასაკმარის ფიზიკურ მომზადებასთან ან დატვირთვის მკვეთრ ზრდასთან;
  • გარკვეული მედიკამენტების გამოყენებასთან;
  • ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებთან.

განსაკუთრებით ხშირია სიმპტომები ღამით, რომლებიც ადამიანს ძილის დროს მოულოდნელად აღვიძებს. ასეთი სპაზმები ძირითადად წვივის კუნთებში ვითარდება და ასაკთან ერთად მათი რისკი შეიძლება გაიზარდოს.

როგორ შევიმსუბუქოთ კუნთის სპაზმი?

თუ სპაზმი უკვე დაიწყო, პირველ რიგში საჭიროა კუნთის ფრთხილად მოდუნება. ძლიერი ან მკვეთრი მოძრაობის ნაცვლად სასურველია ნელი გაჭიმვა და მსუბუქი მასაჟი. მაგალითად, წვივის კუნთის კრუნჩხვის დროს შეიძლება ფეხის გასწორება და ტერფის თითების სხეულისკენ ფრთხილად მოქაჩვა. ზოგ შემთხვევაში კუნთზე სითბოს გამოყენებაც ხელს უწყობს მის მოდუნებას, ხოლო სპაზმის შემდეგ დარჩენილი მგრძნობელობის შესამცირებლად შეიძლება ცივი კომპრესის გამოყენება. ასევე მნიშვნელოვანია სითხის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სპაზმს წინ უძღოდა ვარჯიში, სიცხეში ყოფნა ან ძლიერი ოფლიანობა.

როგორ ავიცილოთ თავიდან კუნთების სპაზმი?

პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სპაზმები ხშირად ემართება. კუნთების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სპაზმების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა:

  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში.
  • ვარჯიშის წინ ყოველთვის გააკეთეთ გახურებითი ვარჯიშები, ხოლო დასრულებისას – კუნთების გაჭიმვა.
  • მოერიდეთ დიდხანს უძრავად ჯდომას – ყოველ 1 საათში გააკეთეთ მცირე შესვენება და გაიარეთ.

თუ კუნთების სპაზმი გახდა ხშირი, ინტენსიური ან თან ახლავს კიდურის შეშუპება, სიწითლე და მგრძნობელობის დაკარგვა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს შესაბამისი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის.

ორთოპედიული პროდუქტები კუნთების სპაზმის პრევენციისა და მკურნალობისთვის

თუ კუნთების სპაზმი ქრონიკულ ხასიათს ატარებს ან დაკავშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გადატვირთვასთან, მხოლოდ პირველადი დახმარება საკმარისი არ არის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სხეულის სწორი მხარდაჭერა. სპეციალური ორთოპედიული ბალიშები უზრუნველყოფს ძილის დროს ხერხემლისა და კისრის სწორ პოზიციას, რაც ამცირებს კუნთების დაჭიმულობას და ხელს უშლის დილის სპაზმების განვითარებას. ზურგისა და წელის არეში ხშირი სპაზმების დროს ეფექტურია წელის კორსეტები. ისინი ამცირებენ ხერხემალზე დატვირთვას, აუმჯობესებენ პოზას და ხელს უწყობენ დაჭიმული კუნთების მოდუნებას ყოველდღიური აქტივობისას. ხოლო თუ სპაზმი ფეხის გადაღლით ან ბრტყელტერფიანობით არის გამოწვეული, ორთოპედიული სუპინატორები თანაბრად ანაწილებს სხეულის წონას ტერფზე, ამცირებს დატვირთვას წვივსა და კუნთებზე და თავიდან გვაცილებს უსიამოვნო კრუნჩხვებს. ამ ორთოპედიული პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალი ხედვაის” მაღაზიათა ქსელში, რომლებიც დედაქალაქის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს, უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი. კომპანია „ახალი ხედვა“ ორთოპედიულ პროდუქტებს მომხმარებლებს 2012 წლიდან სთავაზობს და არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. 

როდის არის საჭირო ექიმთან კონსულტაცია?

ექიმთან ვიზიტი რეკომენდებულია, თუ სპაზმები ხშირად მეორდება, ძალიან ძლიერია ან თვითმოვლის მეთოდებით არ უმჯობესდება. განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ნიშნები:

  • სპაზმთან ერთად კუნთის სისუსტე;
  • ფეხის შეშუპება, სიწითლე ან კანის სხვა ცვლილებები;
  • ხშირი და ძლიერი სპაზმი;
  • სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის ძილს ან ყოველდღიურ აქტივობას.

ზოგჯერ ხშირი კუნთის სპაზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან, ნერვის კომპრესიასთან, ელექტროლიტების დისბალანსთან ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემასთან. ასეთ შემთხვევაში მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა ექიმის დახმარებით არის უმნიშვნელოვანესი.