ლავიწის ძვლის ფიქსატორი
ლავიწის ძვლის ფიქსატორმა ფაქტობრივად თაბაშირი ჩაანაცვლა. მოტეხილობის დროს ამ პროდუქტს პაციენტები ბევრად ხშირად იყენებენ, რადგან ის ლავიწის ძვალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და თაბაშირთან შედარებით ბევრად კომფორტულია. თუმცა, ლავიწის ძვლის საფიქსაციო საშუალებები მხოლოდ მოტეხილობების დროს არ გამოიყენება. ლავიწის ძვლის კორსეტი ეფექტურია ასევე მხრების დეფორმაციის გასასწორებლად, პროფილაქტიკის მიზნით ან დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში კუნთების სარელაქსაციოდ.
რა ტიპის ლავიწის ძვლის ფიქსატორებს გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა?”
კომპანია “ახალი ხედვა” უმაღლესი ხარისხის ლავიწის ძვლის ფიქსატორებს გთავაზობთ. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდები მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. Morsa Cyberg თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.
განვიხილოთ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში წარმოდგენილი ლავიწის ფიქსატორები:
ლავიწის კორსეტი - აფიქსირებს ლავიწის ძვალს მოტეხილობის დროს, გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად.დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან.არის სტანდარტული ზომის,შესაბამისად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს.
ლავიწის ფიქსატორი - გამოიყენება ლავიწის ძვლის სტაბილიზაციისთვის, მოტეხილობის დროს. ამ პროდუქტს ასევე იყენებენ მხრებში გასამართად და სქოლიოზის პროფილაქტიკისთვის.კორსეტი დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან და კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში გამოსაყენებლად.
ლავიწის ძვლის მოტეხილობის დროს ასევე იყენებენ მხრის ბანდაჟს,რომელიც დამატებითი საფიქსაციო ღვედის საშუალებით სრულად აფიქსირებს უძრავ მდგომარეობაში დაზიანებულ კიდურს.
კომპანია “ახალ ხედვაში” ხელმისაწვდომია ბავშვის ლავიწის ძვლის კორსეტიც, რომელიც დამზადებულია 3 მმ სისქის პერფორირებული ნეოპრინის მასალისგან და აფიქსირებს ლავიწის ძვალს მოტეხილობის დროს. ასევე რეკომენდებულია მისი გამოყენება მხრის გასასწორებლად - პროფილაქტიკის მიზნით .
როგორ უნდა შეიძინოთ ლავიწის ძვლის ფიქსატორი კომპანია “ახალ ხედვაში?”
ლავიწის ძვლის კორსეტების შესაძენად კომპანია “ახალ ხედვას” თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეგიძლიათ ეწვიოთ. სამედიცინო ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით 14 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე ის 2012 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს პირველ სამედიცინო მაღაზიათა ქსელს, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ”ახალი ხედვა” ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის მიმართულებით სამედიცინო საშუალებების იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი და მრავალჯერ აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებისგან აწარმოებს. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ რეჟიმშიც, ამისთვის მხოლოდ კომპანია “ახალი ხედვის” ვებ-გვერდზე დარეგისტრირებაა საჭირო. კურიერი შერჩეულ ნივთს ნებისმიერ წერტილში, უმოკლეს დროში მოგაწვდით. ასე, რომ თუ, მაღაზიაში მისვლას ვერ ახერხებთ და გესაჭიროებათ ლავიწის ძვლის საფიქსაციო საშუალებები - ამას მარტივად სახლიდან გაუსვლელადაც მოახერხებთ.