მაღალი ხარისხის ნაწოლების მატრასი

ნაწოლების მატრასი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია პაციენტის მოვლის პროცესში, რადგან ის ხელს უშლის ნაწოლების გაჩენას მწოლიარე ავადმყოფებში.  ამასთანავე, მას  აქვს  კომპრესორიც, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას განსაკუთრებით იმ წერტილებში, რომლებიც განიცდიან ზეწოლას ხანგრძლივი წოლის პროცესში. შესაბამისად, ნაწოლების ლეიბის გამოყენება , რომელსაც ხშირად ნაწოლების მატრასად მოიხსენიებენ - აუცილებელია  კანის ატროფიისა და წყლულების ჩამოყალიბების პრევენციისთვის.  ასე, რომ ნაწოლების მატრასი არ გეგონოთ კომფორტისთვის განკუთვნილი პროდუქტი. თუ ოჯახში გყავთ მწოლიერე პაციენტი, რომელიც  დიდი ხნის განმავლობაშია ერთსა და იმავე მდგომარეობაშია, გაითვალისწინეთ, რომ სხეული ზედაპირს აწვება, შესაბამისად შეხების ადგილებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და კანი ატროფირებას იწყებს. ეს პრობლემა ამ შემთხვევაში თითქმის გარდაუვალია და  საკმაოდ გავრცელებულია როგორც ხანდაზმულებში, ისე მწოლიარე და სავარძელს მიჯაჭვულ ადამიანებში. მკურნალობის გარეშე დატოვებული დაზიანება კი  შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია საპროფილაქტიკო  საშუალებების გამოყენება, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს. 

ნაწოლების მატრასის შეძენა კომპანია “ახალ ხედვაში”

კომპანია „ახალი ხედვა“  თანამედროვე სამედიცინო მაღაზიაა, სადაც ნაწოლების ლეიბის გარდა, ავადმყოფის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებია წარმოდგენილი.  სამედიცინო ჯგუფი ქართულ ბაზარზე არსებობის თითქმის ათწლიან პერიოდს ითვლის და ამ დროის განმავლობაში კომპანია პროდუქციის იმპორტს  საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. “ახალი ხედვა” მომხმარებლებს  სთავაზობს მაღალი ხარისხის ნაწოლების მატრასს, რომლის რელიეფური ზედაპირი და ჰაერის კომპრესორი სისსხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ნაწოლების გასაბერი რგოლი  კი  ლოკალურად, მცირე პერიმეტრში ნაწოლის ჩამოყალიბების პრევენციისთვის არის ეფექტური. 

მათი შეძენა   ხელმისაწვდომ ფასად მთელი საქართველოს მასშტაბით  არის შესაძლებელი. კომპანია „ახალი ხედვა“ თბილისის გარდა  გორში,  ქუთაისში,  ზუგდიდსა და ბათუმში 13 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი.  თუმცა, სასურველი პროდუქტის შეძენა მაღაზიების გარდა,  ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არის შესაძლებელი. 

რა უნდა ვიცოდეთ ნაწოლების მატრასის შეძენამდე?

ნაწოლების მატრასის შეძენამდე,იცოდეთ, რომ ნაწოლის საპროფილაქტიკო მატერიალური დანახარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მის მკურნალობას სჭირდება. ამიტომ შაერჩიეთ ხარისხიანი ლეიბი და სწორ საწოლზე მოათავსეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კანი ყოველდღე უნდა დათვალიერდეს, განსაკუთრებით - ძვლოვანი წანაზარდების მიდამოებში. მდებარეობის ხშირი ცვლა აუცილებელია, ოღონდ ავადმყოფის გადაბრუნება-გადმობრუნება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, რათა კანმა - ნაკლები ხახუნი, ხოლო რბილმა ქსოვილებმა ნაკლები ურთიერთშენაცვლება განიცადოს. პაციენტს მდებარეობა ყოველ 2-3 საათში ერთხელ შეუცვალეთ.