მაჯის დაჭიმვა და ღრძობა

მაჯის დაჭიმვა და ღრძობა ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა და ის შეიძლება, უცბად აღმოცენდეს, სიმძიმეების აწევის ან მოულოდნელი ტრავმის გამო. მაჯა საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც ორ რიგად დაწყობილი 8 ძვლისგან შედგება. მაჯის,  მტევნის,სხივისა და იდაყვის ძვლებს  ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს. მაჯის ტკივილი  სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, იყოს გამოწვეული. ეს ზოგ შემთხვევაში ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება, ზოგ შემთხვევაში კი მოტეხილობასა და ღრძობას. ნაღრძობი მაჯა, რომელსაც მწვავე ტკივილი ახასიათებს, შეიძლება წარმოიშვას დარტყმით ან დაცემით. მაჯის ერთი შეხედვით მცირე მოტეხილობამ შეიძლება რბილი ქსოვილების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. უსიამოვნო შეგრძნებები კი ყველაზე ხშირად ფიზიკური აქტივობების დროს ვლინდება და რთული ხდება ნივთების, განსაკუთრებით მძიმე საგნების აწევა. 

ნაღრძობი ან დაჭიმული მაჯის მკურნალობა

სხივ-მაჯის სახსრის დაზიანება სხვადასხვა უსიამოვნო მდგომარეობას აერთიანებს.მაგალითად,მაჯის მოტეხილობა მოიცავს სხივის და ზოგჯერ იდაყვის ძვლის მოტეხილობას, რაც ძირითადად გამართულ ხელზე დავარდნისას ვითარდება.სამწუხაროდ, ხშირია მსგავსი შემთხვევები,  განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ამ დროს დამახასიათებელია მაჯის ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობის მომატება. ხშირად ეს მიდამო არაბუნებრივადაც გამოიყურება. მაჯის მოტეხილობას ძირითადად დახურული წესით ასწორებენ  და თაბაშირის ნახვევს ადებენ,თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. მტევნის მოტეხილობიდან საკმაოდ ხშირია ნების მეოთხე და მეხუთე ძვლების ბოლოების მოტეხილობა, რომელიც ძირითადად შეკრული მუჭის მყარ საგანზე მოხვედრისას ვითარდება.  ამ დროს აღინიშნება ფალანგების შეშუპება და ტკივილი. მნიშვნელოვანია, რომ მისი მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლები სათანადოდ ვერ შეხორცდება - ეს კი შედეგად ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც იწვევს. ხშირად მოტეხილობაზე ეჭვის დროს, საჭიროა დაზიანებული ადგილის იმობილიზაცია. სწორედ ამიტომ მედიკოსები პაციენტებს მაჯის დაჭიმვისა და ღრძობის, მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და მაჯის ტრავმის დროს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენებას ურჩევენ. ეს პროდუქტი ასევე ეფექტურია მყესის ანთების, რევმატოიდური ართრიტის და რეაბილიტაციის პერიოდშიც.  ამ მიმართულებით კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს მაჯის ფიქსატორების ფართო არჩევანს სთავაზობს. მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger - ეს ის ორი საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი და ექსკლუზიური ბრენდია, რომლებიც სამედიცინო ჯგუფის  ორთოპედიულ მაღაზიებშია წარმოდგენილი.  “ახალი ხედვის” მაჯის ფიქსატორები თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე 12 ორთოპედიულ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. თუმცა, დროის დაზოგვის მიზნით, კომპანია მომხმარებლებს ონლაინ შეძენის სერვისსაც სთავაზობს.