მაჯის სტაბილიზატორი

მაჯის სტაბილიზატორი, ძირითადად, მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე მყესების დაჭიმულობის დროს გამოიყენება. თუმცა, ამ პროდუქტს პაციენტები რევმატოიდური ართრიტისა და კონტრაქტურების დროსაც ატარებენ. მაჯის სტაბილიზატორის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას. სამწუხაროდ, მაჯის მოტეხილობები ყველაზე გავრცელებულია კიდურების მოტეხილობებს შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც ის ზიანდება და სხვადასხვა სახის ტრავმის ან დაავადების დროს ძლიერ ტკივილებს იწვევს. მაჯის სტაბილიზატორი ამ დროს დაზიანებული ადგილის იმობილიზაციასა და პაციენტების სწრაფ რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს.

როგორ შევარჩიოთ მაჯის სტაბილიზატორი?

მაჯის მოტეხილობისა და დაზიანების დროს აუცილებელია მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს.  წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლები სათანადოდ ვერ შეხორცდება - ეს კი შედეგად ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც იწვევს. ხშირად, მაჯის მოტეხილობის დროს, საჭიროა დაზიანებული ადგილის იმობილიზაცია. სწორედ ამიტომ, მედიკოსები პაციენტებს მაჯის დაჭიმვის,  ღრძობის, მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და მაჯის სხვადასხვა ტრავმის დროს სტაბილიზატორების გამოყენებას ურჩევენ. ეს პროდუქტი ასევე ეფექტურია მყესის ანთების, რევმატოიდური ართრიტის და რეაბილიტაციის პერიოდშიც. მაჯის სტაბილიზატორების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში.  პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 26 ლარიდან 170 ლარამდე  მერყეობს. ამ პროდუქციის შეძენა ასევე, შესაძლებელია როგორც კომპანიის საფირმო მაღაზიებში,  ასევე ონლაინ რეჟიმში.. ახლა, განვიხილოთ კომპანია “ახალი ხედვის”  მიერ შემოთავაზებული ამ პროდუქტების ნაწილი:

მაჯის არტახი - მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს უზრუნველყოფს სხივ-მაჯის სახსრის იმობილიზაციას. მისი გამოყენება შეგიძლიათ მაჯის არხის, იგივე გვირაბის სინდრომის, ტენდინიტის, ტენდოსინოვიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს. დამზადებულია პერფორირებული ნეოპრინის მასალისგან, აქვს პლასტმასის ჩანართი. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

 • თერმოპლასტიკური მაჯის არტახი - განკუთვნილია მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს მაჯის იმობილიზაციისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდეგ. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

სხივ-მაჯისა და თითების ფიქსატორი - აფიქსირებს მაჯასა და ფალანგთაშორის სახსრებს. გამოიყენება რევმატოიდური ართრიტის და კონტრაქტურების დროს. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

ხელის სავარჯიშო დინამიური ორთეზი - გამოიყენება თითების სავარჯიშოდ  ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ცერებრული დამბლა, კუნთოვანი დისტროფია,მყესების დაზიანება,  ინსულტი, გაფანტული სკლეროზი. ასევე ფალანგთაშუა მყესებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

 • ცერა თითის ორთეზი - უზრუნველყოფს სახსრის იმმობილიზაციას, გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად ცერა თითის მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.

დამატებით რა უნდა ვიცოდეთ მაჯის სტაბილიზატორზე?

მაჯის სტაბილიზატორების გამოყენების დრო დამოკიდებულია რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან კვირა. ეს პერიოდი პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. უმჯობესია, რომ ამ პროდუქციის გამოყენებამდე , ეს საკითხი პირადად ექიმთან გაიაროთ და მისი ინსტრუქციით მოხდეს მათი ტარება.