მაჯის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
ადამიანებში მაჯის ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს ზოგ შემთხვევაში ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება, ზოგ შემთხვევაში კი მოტეხილობასა და ღრძობას. მოტეხილობა,რომელსაც მწვავე ტკივილი ახასიათებს, შეიძლება წარმოიშვას დარტყმით ან დაცემით. მნიშვნელოვანია, რომ მოტეხილი ხელის მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლები სათანადოდ ვერ შეხორცდება - ეს კი შედეგად ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს.
მაჯის ტკივილის გამომზვევი მიზეზები
მექანიკურმა დაზიანებამ, უეცარმა შეჯახებამ ან დაცემამ შესაძლოა მტევნის ან მაჯის ნებისმიერი ძვლის მოტეხილობა გამოიწვიოს - ეს, რა თქმა უნდა, ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თუმცა, ამის გარდა არსებობს ტკივილის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა:
● გვირაბის სინდრომი - გამოწვეულია მაჯის არხში გამავალ შუათანა ნერვზე ზეწოლით.მას მგრძნობელობის დაკარგვა,ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება ახასიათებს. ეს კი,თავის მხრივ, მტევანს ასუსტებს და ქმნის დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
● განგლიური კისტა - მრგვალი ან ოვალური სითხით სავსე წარმონაქმნებია,რომლებიც ძირითადად მაჯის სახსრების გაყოლებაზე წარმოიქმნება.კისტა ძირითადად უმტკივნეულოა,მაგრამ ნერვზე ზეწოლის შემთხვევაში, იძლევა ტკივილსა და მგრძნობელობის შესუსტებას.
● ოსტეოართრიტი - სწრაფად პროგრესირებადი დაავადება და მნიშვნელოვანია, მისი დროულად აღმოჩენა და მკურნალობა. ეს არის დაავადებაა, რომელიც ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებებს უკავშირდება.მაჯის ოსტეოართრიტი იშვიათია და ყველაზე ხშირად პოსტ-ტრავმულ პერიოდთან არის ასოცირებული.
● “თაგვის” მაჯის სინდრომი - განმეორებითი მოძრაობებით არის გამოწვეული და უკავშირდება ისეთ პროფესიულ საქმიანობებს, როგორიცაა - კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა, ფერწერა, ხელსაქმე და სხვა. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს სმარტფონისა და ტაბლეტის ხშირი გამოყენებაც.მისი მკურნალობა კი გამომწვევი მიზეზისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
როგორ ვუმკურნალოთ მაჯის ტკივილს?
ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის დროს სწორი მკურნალობის მიზნით, უმჯობესია კონსულტაციები ექიმთან გავიაროთ და მის დანიშნულებას მივყვეთ. მაჯის ტკივილს სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ. ეს ძირითადად, დამოკიდებულია ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე. მაგალითად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მაჯის ძვლები დაიმტვრა და ნაწილებად დაიშალა - ეს, რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. . მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები სახლის პირობებშიც ცდილობენ ტკივილის შემსუბუქებას. მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს ექიმები პაციენტებს მაჯის იმობილიზაციისთვის ფიქსატორების გამოყენებას ურჩევენ. ეს პროდუქტი, ასევე ეფექტურია მყესის ანთების, რევმატოიდური ართრიტის და რეაბილიტაციის პერიოდშიც. ამ მიმართულებით, კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს სხივ-მაჯის ფიქსატორების ფართო არჩევანს სთავაზობს. მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger - ეს ის ორი საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი და ექსკლუზიური ბრენდია, რომლებიც სამედიცინო ჯგუფის ორთოპედიულ მაღაზიებშია წარმოდგენილი. “ახალი ხედვის” მაჯის ფიქსატორები ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 26 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს.