მენისკის ტრავმა - რეაბილიტაცია და მკურნალობა

მენისკი არის მუხლის სახსრის სიღრმეში ჩამდგარი სითხე, რომელიც ჩნდება სახსრებზე ზედმეტი დატვირთვის შედეგად. არსებობს მენისკის კისტოზური დაავადების რამოდენიმე დონე:

კისტა განისაზღვრება მხოლოდ ჰისტოლოგიურად;

მენისკის გარე ნაწილზე არის მცირედი ამობურცული ნაწილი, რომელიც ქრება სახსრის გაშლისას;

ლორწოვანი კისტების წარმოქმნა, არამარტო მენისკის ქსოვილებში, არამედ დამაკავშირებელ ქსოვილებშიც.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მენისკის დაზიანება

მენისკის გაგლეჯის მიზეზი შესაძლებელია იყოს: არაპირდაპირი ან კომბინირებული ტრავმა, რომელსაც თან სდევს წვივის ძვლის როტაცია.  განმეორებითმა პირდაპირმა ტრავმამ შესაძლოა მენისკის ქრონიკული ტრავმატიზაცია, ანუ მენისკოპათია, გამოიწვიოს. მენისკის გახევა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მოქმედებამ, რომლის დროსაც მუხლს აბრუნებთ ან ეყრდნობით. ხანდაზმულ ადამიანებში სახსრის გაცვეთა ხელს უწყობს მენისკის გაგლეჯას. მენისკის გამომწვევი მიზეზებია:

მუხლის სახსრის ჭარბი დატვირთვა;

მძიმე ფიზიკური შრომა;

მძიმე ტვირთის აწევა;

ქსოვილებში შეშუპების, ლიმფური და დეგენერატული გამოვლენები.

სიმპტომები, რომლებიც მენისკის პრობლემაზე მიუთითებს

მენისკის დროს რთულდება სიარული და მატულობს დისკომფორტის შეგრძნება.

ამ დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

მშვიდ და აქტიურ მდგომარეობაში მწვავე ტკივილი;

კუნთის უჯრედების კვების დარღვევა;

დაზიანებულ ადგილას მაღალი ტემპერატურა;

ფეხის მოხრის დროს ტკაცუნი;

სახსრის გადიდება.

დიაგნოზი - კვლევები და გამოკვლევები 

მენისკის დროს ექიმი კითხვებს სვამს სიმპტომების შესახებ და სინჯავს პაციენტს. ზოგჯერ საჭირო ხდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან ართროსკოპია ან კვლევის ორივე მეთოდის გამოყენებაა საჭირო.

რეაბილიტაცია და აღდგენის პერიოდი 

მენისკის ტრავმის მკურნალობა დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. მკურნალობის მეთოდის შერჩევისას გასათვალისწინებელია პაციენტის პროფესიაც, მაგალითად, ხომ არ უკავშირდება ის მუხლის სახსრის დატვირთვას სპორტს, ცეკვას და ა.შ. მენისკის დაზიანების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე კარგი პირველადი დახმარება იმობილიზაციაა, ანუ დატვირთვის შეზღუდვა ამ სახსარზე ან კიდურზე. ასევე, ცივი კომპრესიები, რომ შევიწროვდეს სისხლძარღვები და რაც შეიძლება ნაკლები ჰემატომა განვითარდეს – შესაბამისად, ნაკლებად შეშუპდეს ფეხი. იმობილიზაციისთვის მიზანშეწონილია მუხლის ფიქსატორების გამოყენება. სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მუხლის ფიქსატორებს სთავაზობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

სტანდარტული მუხლის ფიქსატორი - მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იდეალური საშუალებაა მენისკის გახევის, მუხლის სახსრის ბურსიტისა და წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს.

მუხლის მატყლის სამაგრი - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.

მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.

მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს.  არსებობს როგორც მოკლე, ასევე გრძელი მოდელი, რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.

საქართველოში სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა  და ბათუმში არის წარმოდგენილი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას   საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.