მენჯის ტკივილი და მისი გამომწვევი მიზეზები

მენჯის ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და მენჯის არეში ვითარდება. ის შეიძლება იყოს სუსტი, საშუალო ან ძლიერი.  შესაძლებელია აღმოცენდეს სწრაფად და მწვავედ ან გარკვეული დროის განმავლობაში, ქრონიკულად. მენჯის ტკივილს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს: 

ენდომეტრიოზი

საკვერცხის კისტები

საზარდულის თიაქარი

საშარდე გზების ინფექცია

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი 

ნაწლავის სიმსივნე

გარდა ამისა, მენჯის ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელებში არსებულმა კენჭებმა, ადენომიოზმა, მენჯის ანთებითმა დაავადებებმა, ნაწლავების ობსტრუქციამ და ა.შ.

შეგვიძლია ასევე გამოვყოთ ტკივილი,რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ტრავმის,კოქსართროზის ან დისპლაზიის დროს წარმოიქმნება.ასეთ შემთხვევებში,ტკივილი უმეტესად სახსრის მიდამოში ლოკალიზდება.

როგორ მკურნალოთ მენჯის ტკივილს?

მენჯის ტკივილის სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება: 

ფარმაკოთერაპია - ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ჰორმონები და ტკივილგამაყუჩებელი აბები.

●ფიზიოთერაპია - დაავადებების მკურნალობა ფიზიკური და ბუნებრივი მეთოდებით, როგორებიცაა: მასაჟი, ვარჯიში, ორთოპედიული საშუალებების გამოყენება და ა.შ

ქირურგიული მკურნალობა -  ოპერაცია საჭირო ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სხვა მეთოდები შედეგს არ იძლევა.

თუ მენჯის ტკივილი უეცრად განვითარდა, ხელს გიშლით ყოველდღიურობაში ან დროთა განმავლობაში გაუსაძლისი ხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები. 

რა პროდუქციას გვთავაზობს “ახალი ხედვა” მენჯის ტკივილისთვის?

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ საშუალებებს მენჯ-ბარძაყის ტკივილებთან გასამკლავებლად. მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი დაზიანებული ადგილის ეფექტურ და სწრაფ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

მენჯ-ბარძაყის ორთეზი - უზრუნველყოფს მენჯ-ბარძაყის არეში ჩატარებული ოპერაციების შემდგომ სწრაფ რეაბილიტაციას და იცავს განმეორებითი დაზიანებისგან.

საზარდულის თიაქრის ბანდაჟი - გამოიყენება საზარდულის ცალ-მხრივი  ან ორმხრივი თიაქრის დროს ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ხსნის დისკომფორტს. ახდენს გართულებების პრევენციას.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟი -  გამოიყენება სპორტული ტრავმების, ბარძაყის კუნთების და მენჯ-ბარძაყის სახსრის სხვადასხვა დაზიანების დროს, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. იცავს მენჯ-ბარძაყის სახსრის გარშემო არსებულ რბილ ქსოვილებს დაზიანებისგან.

ბარძაყის დამჭერი - უზრუნველყოფს ბარძაყის კუნთების ფიქსაციას. ინარჩუნებს სითბოს. იდეალურია სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში. 

თითოეული ფიქსატორი ნებისმიერ ზომაშია ხელმისაწვდომი:  S, M, L, XL, XXL. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, კომპანია პაციენტებს კიდევ უფრო დიდ ზომებსაც სთავაზობს. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში ან ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზე. თბილისის მასშტაბით მოქმედებს საკურიერო მომსახურება, რეგიონებში კი ფოსტით გამოგიგზავნით პროდუქტს. კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.