მკერდის პროთეზი

მკერდის პროთეზს ქალები მასტექტომიის (მკერდის მოკვეთის) დროს იყენებენ. ქალბატონებისთვის რთული ხდება ახალ გარეგნობასთან შეგუება, რაც სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის ფსიქოლოგიურ გართულებებს იწვევს. დღესდღეობით, უამრავი საშუალებაა შექმნილი მასტექტომიის შემდგომ ვიზუალური ეფექტის აღსადგენად. ჯერ კიდევ 70-იან წლებში შეიქმნა მკერდის პირველი პროთეზები, ამჟამად კი ნებისმიერი ზომისა და ფორმის სილიკონის პროთეზებს შეხვდებით ბაზარზე.  რბილი, ელასტიკური, სილიკონის პროთეზები შესანიშნავად ეკვრის სხეულს, იღებს მის ტემპერატურასა და შეხებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ბუნებრივი მკერდისგან. მკერდის სილიკონის პროთეზების მოხმარება შესაძლებელია როგორც საცურაო აუზსა თუ ზღვაში ცურვისას ასევე, სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს. ასე რომ, თანამედროვე სამყაროში ნაოპერაციები მკერდი არავითარ ბარიერს არ უქმნის ქალს. 

რა ტიპის მკერდის  პროთეზი არსებობს?

მკერდის პროთეზი ხელს უწყობს სხეულის ბალანსის შენარჩუნებას, იცავს  გულ-მკერდის არეს ფიზიკური დაზიანებისგან და ხელს უშლის პოსტოპერაციული სქოლიოზის განვითარებას. რბილი და ელასტიკური პროთეზები სხეულს იდეალურად ეკვრის და  ტემპერატურასაც აბალანსებს. სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მკერდის სილიკონის პროთეზებს, რომელიც დამზადებულია 100%-ით სილიკონის მასალისგან, ძალიან რბილია და ფორმასაც არ კარგავს. განვიხილოთ მასტექტომიის შემდეგ გამოსაყენებელი პროდუქცია:

სილიკონის მკერდის ბრა - ბიუსტჰალტერი (აზღუდი) გამოიყენება მკერდის პროთეზის ფიქსაციისთვის. ეს პროდუქტი დამზადებულია ბამბის ქსოვილისგან. მისი სპეციალური შიდა ჯიბე უზრუნველყოფს პროთეზის საიმედო ფიქსაციას და არ აღიზიანებს კანს. ის გამოიყენება მასტექტომიის შემდგომ პერიოდში, პროთეზის დასაფიქსირებლად. 

მკერდის სილიკონი პროთეზი - ეს პროდუქტი სხეულს უნარჩუნებს ბალანსს და იცავს მკერდს დაზიანებისგან. მკერდის პროთეზი დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან. არის რბილი და არ კარგავს ფორმას. 

ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ 13 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ასევე, ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც შეუძლია.

პროთეზის ფორმები

მკერდის სილიკონის პროთეზის შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ზომა და  ხარისხი. ეს პროდუქტი 100%-ით სილიკონის მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ფორმას მარტივად არ უნდა კარგავდეს. სილიკონის პროთეზებს ზომების ფართო სპექტრი აქვს - 65-დან 130 სმ-მდე და ადვილად ირეცხება თბილი წყლისა და საპნის საშუალებით. გარეცხვის შემდეგ, კი გაამშრალეთ რბილი პირსახოცით.