მყესის დაჭიმვა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

 

მყესის დაჭიმულობა ტრავმების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაზიანებაა. ეს შეიძლება მკვეთრ, უეცარ მოძრაობას ან დაცემას უკავშირდებოდეს. მყესი ქსოვილის ძლიერი ზონარია, რომელიც კუნთს ძვალთან ამაგრებს. ის კუნთების შეკუმშვისას ძვლებსა და სახსრებს მოძრაობაში ეხმარება. 

მყესის დაჭიმვის სიმპტომები

მყესის დაზიანება შეიძლება მოხდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომებია, როგორიცაა:

ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

მოძრაობის შეზღუდვა; 

კანის შეშუპება დაზიანებულ მყესზე;

ჰემატომა - ტრავმული უბნის სიწითლე და ტემპერატურის მატება.

კოჭის მყესის გაწყვეტა 

კოჭი მყესების, ძვლების, იოგების და კუნთების კომპლექსური ერთიანობაა, რომელიც ძალიან ძლიერია და სხეულის მთელ წონას უძლებს. კოჭის მყესის გაწყვეტა შესაძლოა სირბილით ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით იყოს განპირობებული.

იდაყვის მყესის დაზიანება

იდაყვის მყესის დაზიანება მოძრაობის დროს იწვევს ტკივილს, განსაკუთრებით როდესაც ძალისმიერი მოძრაობა სრულდება. ჩვეულებრივ ტკივილი იდაყვის სახსრის გარშემოა, მაგრამ შესაძლოა მაჯისკენაც გავრცელდეს. ტკივილისა და იდაყვის შებოჭილობის გამო შესაძლოა მოჭიდება ჩვეულებრივი ძალით გართულდეს და იგრძნობოდეს სისუსტე და დაჭიმულობა.

მუხლის მყესის დაჭიმვა

მუხლის იოგები ხშირად ზიანდება დატვირთვის გამო, მუხლის ბრუნვითი მოძრაობისას. მუხლის მყესის დაჭიმვა ხშირია სპორტული აქტივობების დროს - განსაკუთრებით, სნოუბორდის, თხილამურებითა და ციგურებით სრიალისას. ასევე, მაღალი რისკის ქვეშ არიან ასაკოვანი ადამიანები, მათ ეს პრობლემა შესაძლოა თოვლზე ან წვიმის დროს ცუდი მოძრაობის გამო შეექმნათ. 

დაჭიმული მყესის მკურნალობა

მყესი უფრო სწრაფად აღდგება დასვენებით, სავარჯიშოების კომპლექტისა და ორთოპედიული პროდუქტების დახმარებით. ამ დროს სასახსრე კაფსულის გადაჭიმვით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად პაციენტი ცდილობს სახსარი მოხრილი ჰქონდეს, რაც, საბოლოოდ, მოხრითი კონტრაქტურების ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომ, ამ დროს ისევე როგორც სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისა და აქტივობის დროს ფიქსატორების გამოყენებაა რეკომენდირებული. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

მუხლის ფიქსატორები - მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. 

იდაყვის ფიქსატორები -  ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს იდაყვის არეში. აღნიშნული პროდუქტი კომფორტული გამოსაყენებელია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.

კოჭის ფიქსატორები - გამოიყენება  როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს არამარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. 

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ფიქსატორებს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ მაღაზიებშია შესაძლებელი.  პროდუქცია კი არის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა- მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.