მხრებში გასაშლელი კორსეტი
მხრებში გასაშლელ კორსეტებს როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. ეს პროდუქტი ხერხემლის, მხრებისა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს გამოიყენება. მჯდომარე ცხოვრების წესის გამო, მოხრილობა არა მარტო მოზარდებს, არამედ ზრდასრულებსაც აწუხებთ. რა თქმა უნდა, ეს ხშირად ყოველდღიურ ცხოვრების წესს, საოფისე სამუშაოს და კომპიუტერთან საათობით ჯდომას უკავშირდება. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია და ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. მხრებში გასაშლელი ქამარი კი რეკომენდებულია სწორედ მათთვის, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ჯდომა და არასწორ მდგომარეობაში მუშაობა უწევს. ის ხერხემლის სტაბილიზაციასა და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს.
მხრებში გასაშლელი ქამარი და მისი ბენეფიტები
მხრებში გასაშლელი ქამრები მკურნალობის პროცესში ხელს უწყობს ხერხემლის სტაბილიზაციასა და ტკივილის შემცირებას. ხოლო, პროფილაქტიკის დროს ამ პროდუქტების დანიშნულება არის მხრების განზიდვა, ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაცია და ტორსის შენარჩუნება ნორმალურ მდგომარეობაში ,რაც თავისთავად ხსნის მოხრილობით გამოწვეულ დისკომფორტს. მხრებში გასაშლელი ქამრების გამოყენება რეკომენდებულია:
● სქოლიოზის;
● კიფოზის;
● ხერხემლის დეფორმაციების დროს.
როგორ შევარჩიოთ მხრებში გასაშლელი კორსეტი
მხრებში გასაშლელი ქამრები სხვადასხვა სიგრძის არსებობს და მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს და ხერხემალს ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების მხრებში გასაშლელი კორსეტების ფართო არჩევანს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ზურგდამჭერი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
● მხრების ქამარი - არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, თაბაშირის შემცვლელად.
● მხრის სამაგრი - გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების, ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.
● მხრის ბანდაჟი - ინიშნება მხრისა და ბეჭის ძვლის მოტეხილობის, მხრის ამოვარდნილობის, დისლოკაციისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. ის უზრუნველყოფს მხრის ზედა ნაწილისა და მკლავის საიმედო ფიქსაციას, რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის აუცილებელია.
რა უნდა ვიცოდეთ მხრებში გასაშლელი ქამრის შესახებ
მხრებში გასაშლელი ქამრების გამოყენების კონკრეტული დრო არ არის დადგენილი, რადგან ეს პერიოდი ინდივიდუალურ პრობლემაზეა დამოკიდებული და მათი ტარების ხანგრძლივობაც განსხვავებულია. მათი გამოყენება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა გირჩევთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ. გაითვალისწინეთ, რომ მხრების ქამრების ტარება სქოლიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით დღეში მხოლოდ 3-4 სთ არის შესაძლებელია.