მხრის ფიქსატორის ფასი

 

„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში მხრის ფიქსატორის ფასები 40 ლარიდან 145 ლარამდე მერყეობს. „ახალი  ხედვია“ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ  და ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს აერთიანებს.   ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და ფილიალებით მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით. 

რა ღირს მხრის ფიქსატორები ახალ ხედვაში?

მხრის ფიქსატორი სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამედიცინო საშუალებაა. ის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. ეს პროდუქტი სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას, ძირითადად, მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში ნიშნავენ. აღნიშნული პროდუქტით საგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი ფასების მიხედვით:

ნეოპრინის მხრის სამაგრი - ღირებულება - 82₾.

აღწერილობა -  გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს დაზიანებისგან.

მკლავის ქამარი - ღირებულება - 145₾

აღწერილობა - ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.

მკლავის ქამარი ბალიშით -  ღირებულება - 140₾.

აღწერილობა - გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60°  განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.

ფასების სანახავად ეწვიეთ მხრის ფიქსატორების კატეგორიას.

რა განსაზღვრავს მხრის ფიქსატორების ფასს?

მხრის ფიქსატორების ფასს განსაზღვრავს ფუნქციური მახასიათებლები და  მწარმოებელი კომპანია. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფასის მხრის ფიქსატორებს სთავაზობს.

როგორ შევიძინოთ მხრის ფიქსატორები?

ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს.  სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის საფირმო მაღაზიებში -  თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი.