მხრის იოგოვანი დაზიანებები
მხრის იოგოვანი დაზიანებების დროს იხევა კუნთი ან მყესი. დაჭიმულობის დროს ხშირად ვითარდება ტენდიტი. ეს პრობლემა შესაძლოა გამოწვეული იყოს უეცარი ტრავმით, თუმცა მისი უფრო ხშირი მიზეზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში განმეორებითი მოძრაობებია. ადამიანების უმეტესობას ეს დაავადება უვითარდება იმის გამოც, რომ მათი სამსახური მოითხოვს განმერორებით მოძრაობებს, რაც მყესს აზიანებს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს მხრის იოგოვანი დაზიანებები?
მხრის იოგების დაზიანება დაკავშირებულია სახსრის გადატვირთვასთან. არსებობს ორი სახის დაჭიმვა: მწვავე და ქრონიკული. მხრის იოგების დაჭიმვა შესაძლოა უკავშირდებოდეს:
● სპორტულ აქტივობებს;
● დაცემას;
● თხილამურებზე სრიალის დროს ან ჩოგბურთის თამაშის.
მხრის იოგოვანი დაზიანებების სიმპტომები
მხრის იოგოვანი დაზიანება საკმაოდ შემაწუხებელია და ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. ამ პრობლემას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
● ტკივილი;
● შეშუპება;
● სისხლჩაქცევა
● კუნთების სპაზმი;
● დაზიანებული კუნთის დაქვეითებული მოძრაობა.
მხრის იოგოვანი დაზიანებების მკურნალობა
მხრის იოგების დაჭიმვის დროს გარკვეული ორთოპედიული პროდუქტები მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ნეოპრინის მხრის სამაგრი - გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს დაზიანებისგან.
● მკლავის ქამარი - ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
● აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი - გამოიყენება ტრავმული რეაბილიტაციის, ართრიტის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდშიც. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობების, კუნთების და მყესების დაზიანებების დროს.
ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში” ფიქსატორებისა და ქამრები უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდია, რადგან სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ეს პროდუქცია მაღაზიებში სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ღირებულების არის წარმოდგენილი.