მკლავის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

ადამიანების უმეტესობას ერთხელ მაინც უგრძვნია მკლავის ტკივილი. ეს საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა და მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.  მისი გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გადატვირთვა, ტრავმა, ნერვის გაღიზიანება, ართრიტი, კუნთების დაზიანება ან მექანიკური დისფუნქცია. მკლავის ტკივილს უკავშირებენ კისრის ან მხრის პრობლემებსა და მყესების დაზიანებასაც. მისი მკურნალობა,  დიაგნოზიდან გამომდინარე განსხვავებულია, მაგრამ მხრის ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას. ამიტომ, თუ თქვენ მკლავის ტკივილი გაწუხებთ, ნუ დააყოვნებთ და დროულად მიმართეთ ექიმს.

მკლავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

მკლავში ტკივილი ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ დისკომფორტს ქმნის. მისი გამომწვევი კი არაერთი მიზეზი არსებობს.  შეიძლება, ეს პრობლება უხერხულ მოძრაობას, გადატვირთვას, კუნთების დაძაბულობას, ნერვის გაღიზიანებას ან უეცარ ტრავმას უკავშირდებოდეს. მაგრამ, არსებობს მკლავის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზებიც:

მხრის ართროზი - ამ დროს ზიანდება სახსრის ყველა ქსოვილი. სასახსრე ხრტილი იწყებს დარბილებას, გათხელებას, ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები - ოსტეოფიტები და სუბქონდრული კისტები. ყოველივე ეს ვლინდება ართრალგიით - ტკივილითა და  მოძრაობათა შეზღუდვით .

ადჰეზიური კაფსულიტი იგივე “მხრის გაშეშება” - სახსარში აღინიშნება მოძრაობის შეზღუდვა,  რაც ყოველდღიური საქმიანობის დროს ბევრ პრობლემას იწვევს. ასევე,  ადამიანი გარკვეულ შებოჭილობას გრძნობს.ტკივილი ხშირად ღამით ან დაზიანებულ მხარზე დაწოლისას ძლიერდება.

როტატორული მანჟეტის პათოლოგიები - ამ დროს ტკივილი მწვავეა და უეცრად ჩნდება. ეს შეგრძნება ძლიერდება განსაკუთრებით ისეთი მოძრაობების შესრულებისას, რომლის დროსაც მკლავის მხრის სახსრის ზემოთ აწევაა საჭირო.

მხრის არამდგრადობა - ამ დროს ხშირია  დაბუჟების, სისუსტის, მკლავში დაღლილობის და  ჩაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ეს პრობლემა შეშუპებასა და სისხლჩაქცევასაც იწვევდეს.

როგორ ვუმკურნალოთ მკლავის ტკივილს?

მტკივნეული მკლავის მკურნალობისთვის ცნობილია სხვადასხვა მეთოდი, რომელიც ყინულის პროცედურებს და ფიზიკურ თერაპიას უკავშირდება. ხშირია, ამ პრობლემის დროს ტკივილგამაყუჩებლების მიღებაც.  ძირითადად, ეს დამოკიდებულია ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემის სირთულეზე. უნდა აღინიშნოს, რომ სახლის პირობებში თვითმკურნალობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უმნიშვნელო, სუსტი ტკივილი გაწუხებთ. ტკივილის შესამსუბუქებლად და  მხრის სწორ პოზიციაში დასაფიქსირებლად  მოტეხილობის, ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს ეფექტურია ფიქსატორებისა და ქამრების გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს  კუნთების სტაბილიზაციას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. ამ მიმართულებით კომპანია “ახალი ხედვის” მხრის ფიქსატორები და მკლავის ქამრები უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა.

მხრის ფიქსატორებზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდია, ამიტომ სამედიცინო მაღაზია მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მაღაზიებში სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და  ღირებულების მხრის ფიქსატორებია წარმოდგენილი.  მათი ფასი 33 ლარიდან 144 ლარამდე მერყეობს. ახალი ხედვის საიტზე ნებისმიერი პროდუქტის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი მარტივად და სწრაფად. გადახდა ხორციელდება ეროვნული ვალუტის მეშვეობით. პროდუქტების შესაძენად საიტზე გაიარეთ რეგისტრაციის მარტივი პროცესი, შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი, გადაიხადეთ თანხა და კურიერი მას ადგილზე მოგიტანთ.