მოხრილობის ქამარი, ზურგის კორექტორი
მოხრილობის ქამარი და ზურგის კორექტორი ხერხემლის, მხრებისა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს გამოიყენება. მათ როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. ეს სამედიცინო საშუალებები რეკომენდებულია მათთვის, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ჯდომა და არასწორ მდგომარეობაში მუშაობა უწევს. მოხრილობის ქამარი ხერხემლის სტაბილიზაციასა და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს.
რა იწვევს მოხრილობას?
მჯდომარე ცხოვრების წესის გამო, მოხრილობა არა მარტო მოზარდებს,არამედ ზრდასრულებსაც აწუხებთ. რა თქმა უნდა, ეს ხშირად ყოველდღიურ ცხოვრების წესს, საოფისე სამუშაოს და კომპიუტერთან საათობით ჯდომას უკავშირდება. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია და ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. ამ დროს მკურნალობის პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ, ივარჯიშონ და იცურაონ. ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში მოხრილობის და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა, ხოლო უმოძრაო ცხოვრების წესი ადუნებს კუნთებს, რის გამოც მთელი დატვირთვა ხერხემალზე მოდის.
როგორ ვუმკურნალოთ მოხრილობას?
ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად, მოხრილობის ქამრები ადამიანებს ზურგის არეში არსებულ ტკივილს უმსუბუქებს და ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება. ზურგის კორექტორები სხვადასხვა სიგრძის არსებობს და მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის,ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს და ხერხემალს ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება. მაგალითად, ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციის,სქოლიოზისა და მოტეხილობების დროს პაციენტები ზურგის კორსეტს იყენებენ. ის წელს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და მოხრილობის დროს იდეალურია. ეს სამედიცინო საშუალება შეგიძლიათ თხელ მაისურზე მოირგოთ. ზურგის კორექტორის შეძენამდე უმჯობესია, რომ პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება რამდენიმე კვირა საკმარისი იყოს, თუმცა მოსალოდნელია ეს პერიოდი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს.კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მხრებში გასამართი ქამრების ფართო არჩევანს სთავაზობს. მათი შეძენა შესაძლებელია სამედიცინო ჯგუფის ორთოპედიულ მაღაზიებში, რომლებიც თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში: გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში ებარეობს. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის შერჩევა ონლაინ მეთოდიც ხდება.ზურგის გასასწორებელი ქამრები სხვადასხვა სიგრძისაა, მათ აქვთ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები და ისინი დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და კიფოზისთვის განკუთვნილი ქამრებიც. კომპანია ”ახალი ხედვის” მაღაზიებში, რომლებიც თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში მდებარეობს უმაღლესი ხარისხის მხრების ქამრებსაც შეარჩევთ. ის ზურგის არეში ტკივილებს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ. მათ შორისაა: მხრების ქამარი,რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან და ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვის მიზნით.აღნიშნული მხრებში გასამართი ქამარი დაგეხმარებათ მოხრილი მხრების გამართავასა და სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში.