მოხრილობის საწინააღმდეგო ქამარი

მოხრილობა,სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებული პრობლემაა და  ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი  ფაქტორი ადამიანების  არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომაა.  მჯდომარე ცხოვრების წესის გამო მოხრილობა არა მარტო მოზარდებს,არამედ ზრდასრულებსაც აწუხებთ. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება   ყოველდღიურ  ცხოვრების წესს, საოფისე სამუშაოს და კომპიუტერთან საათობით ჯდომას. ამ დროს მკურნალობის პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ, ივარჯიშონ და   იცურაონ. ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში ხომ მოხრილობის და ზოგადად ზურგთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა, ხოლო უმოძრაო ცხოვრების წესი ადუნებს კუნთებს, რის გამოც მთელი დატვირთვა ხერხემალზე მოდის. ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრები ადამიანებს ზურგის არეში არსებულ ტკივილს უმსუბუქებს და ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება.

კომპანია “ახალი ხედვის” მოხრილობის საწინააღმდეგო ქამარი

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრების ფართო არჩევანს სთავაზობს. ამ პროდუქტებს ადამიანიები ხერხემლის სხვადასხვა პრობლემის დროს ატარებენ.  მათი შეძენა სამედიცინო ჯგუფის 14 ორთოპედიულ მაღაზიაშია შესაძლებელი. კომპანიის ფილიალები თბილისში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში მდებარეობს. “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. მათი ღირებულება 50 ლარიდან 165 ლარამდე მერყეობს. მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს  მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, ის საქართველოში  „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.

მხრების ქამარი - ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისგან დამზადებული მხრების კორსეტი,რომელიც ხელს უწყობს მხრების სწორ მდგომარეობაში შენარჩუნებას,რეალაქსაციას და მოხრილობის პრევენციას.

მხრების გასასწორებელი ქამარი - ბერგერის ბრენდის ქამარი,რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან.ის არის სტანდარტული ზომის,ამირომ მის მორგებას ნებისმიერი აღნაგობის ადამიანი შეძლებს.

 

ზურგის კორექტორი - ხერხემლის ორთოპედიული ქამარი,რომელიც ახდენს ხერხემლის მდგომარეობის კორექციას.მას აქვს მეტალის ჩანართები,რომლებიც დამატებით საყრდენს უქმნის ხერხემალს და იდეალურად აფიქსირებს მას სწორ მდგომარეობაში.

რა უნდა ვიცოდეთ მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრების შესახებ?

მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრები სხვადასხვა სიგრძის არსებობს და მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვთ. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის,ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან.  მაგალითად, ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციის,სქოლიოზის,კიფოზის და მრავლობითი თიაქრის დროს პაციენტები ხერხემლის ქამარს იყენებენ. ის წელს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და მოხრილობის დროს იდეალურია. თუ კუნთებისა და იოგების/მყესის დაჭიმვას გრძნობთ ან სპორტული დაზიანება მიიღეთ, წელის ქამრის გამოყენებაა რეკომენდებული. მოხრილობის საწინააღმდეგო ქამრების ტარებამდე გირჩევთ, რომ ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ. მედიკოსის რეკომენდაციის გათვალისწინებით და მასთან კონსულტაციის შემდეგ კი ინდივიდუალურად შეძლებთ განსაზღვროთ მათი ტარების პერიოდი.