მშობიარობის შემდგომი ქამარი

მშობიარობის შემდგომ ქამრებს ქალები აქტიურად იყენებენ. ეს პროდუქტი  ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, წელის ტკივილის შემცირებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. ორსულობის შემდგომ ქალებში ხშირია წონის მატება, პოსტოპერაციული ტრავმები,  ჭრილობის გაღიზიანება და ტკივილები. სწორედ ამიტომ, ქალების უმრავლესობა ამ პრობლემების დასაძლევად სპეციალურ - მშობიარობის შემდგომ ქამრებს იყენებს.

რისთვის არის საჭირო მშობიარობის შემდგომი ქამარი?

მშობიარობის შემდგომი ხელს უწყობს  კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, სასურველ ფორმაში ჩადგომის პროცესის დაჩქარებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. ეს პროდუქტი ეფექტურია ორსულობის შემდეგ, როგორც საკეისრო კვეთის, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში. მათი გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რომ არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.  მშობიარობის შემდგომი ქამრები:

ხელს უშლის  მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ.

ოპერაციის შემდეგ იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.

როგორ შევარჩიოთ მშობიარობის შემდგომი ქამარი?

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მშობიარობის შემდგომ ქამრებს სთავაზობს.  სხვა პროდუქტების მსგავსად, ეს სამედიცინო საშუალებებიც ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  13 მაღაზიაშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

მუცლის კორსეტი -  ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ და ოპერაციის შემდეგ. ის ასევე იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან. 

ორსულობის შემდგომი ბანდაჟი - დამზადებულია ანტი-ალერგიული, ჰაერგამტარი ქსოვილისგან. წრიული კერვის ტექნოლოგია უზრუნველყოფს გვერდითი ნაკერებისგან გამოწვეული დისკომფორტის თავიდან აცილებას. 

ოპერაციის შემდგომი სარტყელი - დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას.

მათი მწარმოებელია თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანია MORSA CYBERG, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. აღსანიშნავია, რომ ის გლობალურ სამედიცინო ბაზარზე  მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. საქართველოში კი  MORSA CYBERG “ახალი ხედვის” ექსკლუზიური პარტნიორია. მომხმარებლებს ამ პროდუქციის შეძენა მაღაზიების გარდა, ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც შეუძლიათ. სასურველ ნივთს კი კურიერი ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მოგაწვდით. 

რამდენ ხანს არის მისი ტარება საჭირო? 

მშობიარობის შემდგომი ქამრების გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად განისაზღვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი ტარების ხანგრძლივობა შეიძლება, რამდენიმე კვირით ან თვით განისაზღვროს. სასურველია, რომ ორსულობის და საკეისროს შემდგომი  ქამრების გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს და რეკომენდაციები პირადად მისგან მიიღოთ.