მუცლის კორსეტი

მუცლის კორსეტი არის სპეციალური ფიქსატორი,რომელიც პრესის კუნთების მოდუნებას უშლის ხელს. ეს პროდუქტი მუცლის ღრუსა და ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების  შემდეგაც გამოიყენება,რათა ავირიდოთ თავიდან პოსტოეპერაციულად თიაქრის ჩამოყალიბება და დავიცვათ ჭრილობა გარეგანი დაზიანებისგან. მუცლის კორსეტი ასევე საკმაოდ  ეფექტურია ორსულობის შემდეგ,როგორც საკეისრო კვეთის,ასევე ფიზიოლოგიური მშობიარობისას,რათა ხელი შევუწყოთ კუნთების ტონუსის შენარჩუნებას,დავაჩქაროთ ფორმაში ჩადგომის პროცესი და თავი ავარიდოთ გართულებებს.ცალკე უნდა გამოვყოთ ორსულობის ბანდაჟი,რომელიც ხელს უწყობს წელის სტაბილიზაციას,ამაგრებს კუნთებს და ახდებს მუცლის დაწევის პრევენციას.

 “ახალი ხედვის” მუცლის კორსეტი

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სხვადასხვა დანიშნულების მქონე მუცლის კორსეტებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. "ახალი ხედვის" სხვა პროდუქტების მსგავსად ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და რა თქმა უნდა, მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.   სამედიცინო ჯგუფის პროდუქცია თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მდებარე  16 ფილიალშია წარმოდგენილი. თუმცა სასურველი პროდუქციის შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.

განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:   

მუცლის კორსეტი - არის ნეოპრინის მასალისგან დამზადებული ჰაერგამტარი,უჩანართო კორსეტი,რომელიც ხელს უწყობს ტემპერატურული ბალანსის შენარჩუნებას.ის ახდენს მუცლის მიდამოს ფიქსაციას,ხელს უშლის კუნთების მოდუნებას.

ოპერაციის შემდგომი ქამარი ­- ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის  კორსეტი,რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად,ასევე მშობიარობის შემდეგ.კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა,რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.  

ორსულობის ბანდაჟი -  რეკომენდებულია მუცლის დაწევის თავიდან ასარიდებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. მისი დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები კი ფიქსაციას აძლიერებენ. ის ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ. სასურველია გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.  

ჭიპის თიაქრის ქამარი - გამოიყენება თეთრი ხაზისა და ჭიპის თიაქრის დროს. დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას.სპეციალური ბალიშის მეშვეობით კორსეტი ახდენს სუსტი წერტილის სათანადო ფიქსაციას.

სტომის კორსეტი - გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, სტომის დადების შემთხვევაში,რათა ადვილად მოხერხდეს კოლოსტომის ჩანთის დამაგრება.

მუცლის კორსეტის გამოყენების ინსტრუქცია

მუცლის კორსეტის გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. მისი ტარების ხანგრძლივობა შეიძლება რამდენიმე კვირით ან თვით განისაზღვროს. სასურველია, რომ მუცლის კორსეტის გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს,გაიაროთ კონსულტაცია და მიჰყვეთ მის მითითებებს.