მუხლის ფიქსატორების ფასი
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში მუხლის ფიქსატორის ფასები 20 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს. „ახალი ხედვა“ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს აერთიანებს. ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და ფილიალებით მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით.
რა ღირს მუხლის ფიქსატორები?
მუხლის ფიქსატორს ხშირად გამოიყენებენ მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი ფასების მიხედვით:
❖ მუხლის მატყლის სამაგრი - ღირებულება - 35₾.
● აღწერილობა - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.
❖ მარტივი მუხლის დამჭერი - ღირებულება - 60₾.
● აღწერილობა - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.
❖ მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - ღირებულება - 60₾.
● აღწერილობა - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
❖ მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით - 345₾.
● აღწერილობა - გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ, ექიმის დანიშნულებით.
მუხლის ფიქსატორების ფასების სანახავად ეწვიეთ მუხლის ფიქსატორების კატეგორიას.
რა განსაზღვრავს მუხლის ფიქსატორების ფასს?
მუხლის ფიქსატორების ფასს განსაზღვრავს ფუნქციური მახასიათებლები და მწარმოებელი კომპანია. ეს პროდუქტი უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული, პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან.
როგორ შევიძინოთ მუხლის ფიქსატორები?
ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის საფირმო მაღაზიებში თბილისში, გორში,ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი.