მუხლის შეშუპება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
მუხლის შეშუპებას თან ახლავს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და დისკომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს პრობლემა ხშირად სახსარში ან მის გარშემო ჭარბი სითხის დაგროვებით არის გამოწვეული. მუხლის ტრავმების მკურნალობა პრობლემის შესაბამისად ხდება. ტკივილის თავიდან ასარიდებლად სპორტსა და გადაჭარბებულ ვარჯიშს უნდა მოერიდოთ. ასევე საჭიროა თავის შეკავება მუხლის ძლიერი მოხრისგან. მკურნალობის პროცესში პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, ასრულებენ დაჭიმვით ვარჯიშებსა და იყენებენ მუხლის ფიქსატორებს.
მუხლის შეშუპების გამომწვევი მიზეზები
მუხლის სახსრის სტრუქტურა საკმაოდ რთულია, ამიტომ შეშუპების პროვოცირება ბევრ სხვადასხვა ფაქტორს შეუძლია. ეს შესაძლოა მოულოდნელობით იყოს გამოწვეული ან დაკავშირებული იყოს სპორტულ აქტივობებთან. მუხლის დაზიანების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ადამიანებში, ვინც ყოველდღიურად ვარჯიშობს და შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. მაგალითად, როდესაც მუხლის მოტრიალების დროს ტერფი ზედაპირს ეყრდნობა. ასევე, შებოჭვითი დაზიანების დროს - ამგვარი მოძრაობები ხშირად აზიანებს მუხლის სახსრის წინა ჯვარედინ იოგს. მუხლის შეშუპების გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმები და დაზიანებები: მენისკის გაგლეჯა, მყესებისა და იოგების გაჭიმვა ან გაწყვეტა.
- სახსრის გადატვირთვა: ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, მძიმე წონის აწევა ან განმეორებადი მოძრაობები, რომლებიც მუხლს ზედმეტად ტვირთავს.
- ქრონიკული დაავადებები: ოსტეოართრიტი (სახსრის ხრტილის გაცვეთა) და რევმატოიდული ართრიტი.
- ინფექციები და ანთებითი პროცესები: ბურსიტი (სასახსრე ჩანთის ანთება) ან პოდაგრა, რომლის დროსაც სახსარში შარდმჟავას კრისტალები გროვდება.
მუხლის შეშუპების მკურნალობა
მსუბუქი მუხლის შეშუპება ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლის პირობებშიც ახერხებენ. არსებობს მკურნალობის განსხვავებული მეთოდები, რომელიც პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხშირად ტკივილის შემსუბუქების მიზნით ინიშნება ფიზიოთერაპია და სხვა პროცედურები. მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს ექიმები ხშირად მუხლის ფიქსატორებისა და სამაგრების გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას. ეს პროდუქტი მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მუხლის მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
- კვირისტავის მყესის დამჭერი- გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
- მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.
ამ პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მუხლის ფიქსატორებია წარმოდგენილი. კომპანია „ახალი ხედვის“ მუხლის ფიქსატორები უმაღლესი ხარისხითა და ოპტიმალური ფასებით გამოირჩევა. პროდუქცია, კი ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი.