მუხლის ფართოდ გავრცელებული ტრავმები

მუხლის ტრავმები ხშირია სპორტსმენებში და ბავშვებში, რაც არასწორ მოძრაობასა და ფიზიკური დატვირთვის დროს წარმოქმნილ ზიანს უკავშირდება. მუხლის ტკივილი შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა, ხრტილის დაზიანება ან  დაავადებები - ართრიტი, ნიკრისის ქარი და ინფექციები. ამ დაავადებების დროს ტკივილი ძირითადად შემაწუხებელია და  ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს.  უმნიშვნელო, მსუბუქი მუხლის ტკივილი ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლშიც ახერხებენ. არსებობს მკურნალობის განსხვავებული მეთოდები, რომელიც პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.  ხშირად ტკივილის შემსუბუქების მიზნით ინიშნება ფიზიოთერაპია და სხვა პროცედურები. თუმცა, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.  მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს ექიმები ხშირად მუხლის ფისქატორებისა და სამაგრების გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას. ამ პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია სამედიცინო მაღაზიაში “ახალი ხედვა” , რომელიც თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში 14 მდებარეობს. ფილიალებში  საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი სხვადასხვა მიზნით, გამოიყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

• მუხლის მატყლის სამაგრი - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.

• მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.

• მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს.  არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.

• მუხლის ფიქსატორი რკინის ჩანართებით - მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს იოგების დაჭიმულობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.