მუხლის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

მუხლის ტკივილი საკმაოდ  გავრცელებული პრობლემაა და თითქმის  ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება, აწუხებდეს. ზოგ  შემთხვევაში ეს შეგრძნება  მსუბუქია, მაგრამ ზოგჯერ ეს სიმპტომი იმდენად ძლიერია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გვიშლის ხელს. მუხლის ტკივილი შეიძლება იოგებისა და მყესების დაზიანებასთან ან გარკვეულ ტრავმასთან იყოს კავშირში. მისი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორისაა  მედიკამენტები და ფიზიკური თერაპია.  თუმცა,  მუხლის ტკივილის მსუბუქი შემთხვევები ძირითადად  სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის.

მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

მუხლის ტკივილი შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა , ხრტილის დაზიანება ან  დაავადებები- ართრიტი, ნიკრისის ქარი და ინფექციები. ამ დაავადებების დროს ტკივილი ძირითადად შემაწუხებელია და  ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს. ასევე  მუხლის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის შეიძლება, იყოს:

●  მუხლის ოსტეოართრიტი - იგი მოიცავს ორ ძირითად პროცესს: სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაშლას და ანომალური ძვლოვანი წარმონაქმნების განვითარება სახსარში.ოსტეოართრიტის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია ტკივილის თანდათანობითი მატება, შებოჭილობა და შეშუპება მუხლის სახსარში .

●  ტენდინიტი -  მყესოვანი ქსოვილის ანთებაა, რომელიც ვითარდება ძვალთან  მიერთების წერტილში ან მყესისა და კუნთის გადაბმის ადგილში.

● რევმატოიდული ართრიტი - ვლინდება როგორც სახსრების სიმეტრიული დაზიანება.ამ დროს ვითარდება სახსრის შეშუპება,შესაძლებელია,ადგილი ჰქონდეს ხრტილოვანი ქსოვილისა და იოგოვანი აპარატის დაზიანებას.ამ დროს სახსარი თბილია,პაციენტრბს ძირითადად უჭირთ მოძრაობა.

● მუხლის სახსრის ინფექცია -  შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ის განსაკუთრებით ხშირია ავთვისებიანი სიმსივნით, შაქრიანი დიაბეტითა და ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანებში.

● მენისკის გაგლეჯა -  ხშირია სპორტსმენებში.ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ფიზიკური დატვირთის დროს მიმართულების უეცარი შეცვლისას.  ახასიათებს ძლიერი ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია მაქსიმალური მოხრისა ან გაშლის დროს.

მუხლის ტკივილი ბავშვებში

ბავშვებში მუხლის ტკივილი რამდენიმე მიზეზით აიხსნება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ზრდის პროცესს, რაც,რა თქმა უნდა, ნორმალურია და არ საჭიროებს რაიმე სამედიცინო ჩარევას. ასევე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მუხლის ტკივილი ინფექციის, ტრავმის და ფიზიკური დატვირთვის გამო. გარდა ამისა, არსებობს სხვა დაავადებებიც, რომელიც დისკომფორტის მიზეზი შეიძლება გახდეს:

იდიოპათიური იუვენილური ართრიტი - იწვევს მუხლის, ტერფის, იდაყვის, მაჯისა და თითის სახსრების ანთებას,შეშუპებას და ტკივილს.

ოსგუდ-შლატერის დაავადება - მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით არის გამოწვეული,ძირითადად ვითარდება 10-18 წლის მოზარდებში.ახასიათებს  მუხლის ქვედა არეში შესიება და ტკივილი,რომელიც დატვირთვისას ძლიერდება.

როგორ ვუმკურნალოთ მუხლის ტკივილს?

უმნიშვნელო, მსუბუქი მუხლის ტკივილი ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლშიც ახერხებენ. არსებობს მკურნალობის განსხვავებული მეთოდები, რომელიც პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.  ხშირად ტკივილის შემსუბუქების მიზნით ინიშნება ფიზიოთერაპია და სხვა პროცედურები. თუმცა, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.  მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს ექიმები ხშირად მუხლის ფისქატორებისა და სამაგრების გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას. ამ პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა”.  სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, რომელიც თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში 16 ფილიალითაა წარმოდგენილი, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებია წარმოდგენილი.  კომპანია „ახალი ხედვის“ მუხლის ფიქსატორები უმაღლესი ხარისხითა და ოპტიმალური ფასებით გამოირჩევა. პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ღირებულება კი 18 ლარიდან 383  ლარამდე  მერყეობს.