მუხლის ტრავმა, მყესის დაჭიმულობა და ტკივილი
მუხლის ტკივილი საკმაოდ რთული ასატანია, რადგან გადაადგილების დროს ის დიდ დისკომფორტს იწვევს. ტკივილი შესაძლოა,მუხლის მყესის დაჭიმულობის დროს ან უეცარი ტრავმის გამოც გაჩნდეს. მუხლის სახსრის დაზიანების გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის არის: იოგების გახევა, ხრტილის დაზიანება, ასევე სხვადასხვა სახის ინფექცია და დაავადება. ხშირად ტკივილი იმდენად შემაწუხებელია, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმშიც კი ხელის უშლის ადამიანებს.
რა უნდა გავაკეთოთ მუხლის ტრავმის მიღების დროს?
მუხლის უმნიშვნელო ტკივილი ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლშიც ახერხებენ. მუხლის უმოძრაოდ გაჩერება ტკივილის დროს ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. მუხლის ტრავმის მიღების პირველ ეტაპზე საჭიროა:
● დაზიანებული ადგილი მსუბუქად გადაიხვიოთ;
● მინიმუმამდე შეამციროთ დაზიანებულ კიდურზე დატვირთვა და ეცადოთ, რომ ტრავმირებული კიდური უმოძრაოდ გქონდეთ;
● ტკივილის შესამსუბუქებლად ფეხი შემაღლებული ადგილას მოათავსოთ.
მუხლის ტრავმას სხვადასხვა სახის ტკივილი ახლავს თან. მაგალითად, მენისკის დაზიანებას ახასიათებს ძლიერი ტკივილი, ის განსაკუთრებით აუტანელი ხდება მუხლის მაქსიმალური მოხრის ან გაშლის დროს. მუხლის უეცარი ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს ტრავმით, როგორიც არის მოტეხილობა ან მენისკის გახევა, ან რომელიმე ქრონიკული დაავადების, მაგალითად,ოსტეოართრიტის გამწვავება. რაც შეეხება მუხლის შესიებას,ამ სიმპტომის უკან შეიძლება იდგეს,როგორც ინფექციური დაავადებები,ასევე ბურსიტი. მუხლის ტკივილი სიარულის დროს კი ძირითადად მყესის დაჭიმულობის ან ხრტილის დაზიანების გამო ვითარდება.
მუხლის ტრავმის მკურნალობა
მუხლის ტკივილის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორისაა მედიკამენტები და ფიზიკური თერაპია. თუმცა.მომხმარებლები ამ დროს ხშირად სარგებლობენ მუხლის ფიქსატორებით. ეს პროდუქტი უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული,პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდაც. ეს სამედიცინო პროდუქტი გვხვდება როგორც უჩანართო,ასევე მეტალის ან პლასტმასის ჩანართით.შესაბამისი საფიქსაციოს შერჩევა ხდება პრობლემის ტიპისა და მისი ხასიათის მიხედვით. თუ გვესაჭიროება სახსრის სრული იმობილიზიცია,რეკომენდებულია მუხლის ორთეზის ან მეტალისჩანართიანი ფიქსატორის გამოყენება.შეძენამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები.