მხრების გასასწორებელი ქამარი
მხრების გასასწორებელ ქამარს ადამიანები ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სქოლიოზის პირველადი ნიშნები არსებობს და ხერხემალი გამრუდებულია. იქიდან გამომდინარე, რომ სქოლიოზი ანუ ხერხემლის გამრუდება დეფორმაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა - ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მათ ადამიანები გამოიყენებენ როგორც პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში, ასევე ხერხემლის სტაბილიზაციისა და ტკივილის შემცირების მიზნით. მათი დანიშნულება მხრების განზიდვა, ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში დაფიქსირება და ნორმალურ პოზიციაში ტორსის შენარჩუნებაა - ეს კი, თავისთავად, ხსნის მოხრილობით გამოწვეულ დისკომფორტს.
კომპანია “ახალი ხედვის” მხრების გასასწორებელი ქამრები
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარელებს უმაღლესი ხარისხის მხრების გასასწორებელი ქამრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ისინი ბრენდის, ზომის,ქსოვილისა და ფასის მიხედვით განსხვავდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
მოხრილობის საწინააღმდეგო ქამარი - ეხმარება ზურგს სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებაში და ამცირებს ზურგის არეში ტკივილს. ძირითადად გამოიყენება სქოლიოზის დროს. თუმცა ამ პროდუქტების ტარება შესაძლებელია ოსტეოართრიტისა და ოსტეოპოროზის არსებობის შემთხვევაშიც.
მხრების ქამარი - გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციის მარტივი ფორმის დროს,მხრების განზიდვის,ზურგის კუნთების მოსვენებისა და განტვირთვის მიზნით.ქამარი დამზადებული ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისგან და ძალიან კომფორტულია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.
სქოლიოზის ქამარი - გამოიყენება სქოლიოზისა და ხერხემლის სხვა დეფორმაციები მკურნალობისა და პროფილაქტიკის პროცესში. დამატებითი პლასტმასის ჩანართები და ღვედი აფიქსირებს ხერხემალს და ამცირებს დისკომფორტის შეგრძებას. იღლიაში არსებული ბალიშები ხელს უშლის კანის გაღიზიანებას.
ზურგის გასასწორებელი ქამარი - Morsa Cyberg/მორსას ბრენდის კორსეტი ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაშიც მას მთელ სიგრძეზე არსებული მეტალის ჩანართები ეხმარება. ისინი დამატებით საყრდენს ქმნიან ხერხემლისთვის და მის მაქსიმალურ სტაბილიზაციას უზრუნველყოფენ.
ხერხემლის კორსეტი - Berger/ბერგერის ბრენდის კორსეტი გამოიყენება ხერხემლის გამრუდების, დაჭიმულობისა ან დაძაბულობის შემთხვევაში. დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. მისი დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები კი ფიქსაციის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ამ პროდუქტების შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფის 13 ფილიალი თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. გარდა ამისა, სასურველი ნივთის შერჩევა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ. მხრის გასასწორებელი ქამრების ტარების პერიოდი კი პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ.