მხრების ქამარი

მხრების ქამრების ტარება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ამ პროდუქტს ხელის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ფიზიკური დატვირთვის დროს ან კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში იყენებენ.აღსანიშნავია,რომ მხრების ქამრების გამოყენება რეკომენდებულია სქოლიოზის,კიფოზის და ხერხემლის დეფორმაციების დროს. მათი ტარება შესაძლებელია როგორც მკურნალობის პროცესში,ხერხემლის სტაბილიზაციისა და ტკივილის შემცირების მიზნით,ასევე პროფილაქტიკისთვის.ასეთი ტიპის პროდუქტების დანიშნულება არის მხრების განზიდვა,ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაცია და ტორსის შენარჩუნება ნორმალურ მდგომარეობაში,რაც თავისთავად ხსნის მოხრილობით გამოწვეულ დისკომფორტს.

 “ახალი ხედვის” მხრის ქამრები

მხრის ქამრების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია „ახალი ხედვის“ 14 მაღაზიაში - თბილისში, გორში,  ქუთაისში,  ზუგდიდსა და ბათუმში. ფილიალებში ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიურ ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger უმაღლესი ხარისხის მხრის ქამრები. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.

მხრების ქამრები განსხვავდება ფუნქციით,ქსოვილით,სტრუქტურითა და სამედიცინო დანიშნულებით.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ზურგდამჭერი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია,რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში.მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში,რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

მხრების ქამარი - არის მარტივი კორსეტი,რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან.მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას,თაბაშირის შემცლელად.

მხრის სამაგრი - გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების,ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.

მხრის ბანდაჟი - ინიშნება მხრისა და ბეჭის ძვლის მოტეხილობის,მხრის ამოვარდნილობის,დისლოკაციისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. ის უზრუნველყოფს მხრის ზედა ნაწილისა და მკლავის საიმედო ფიქსაციას,რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის აუცილებელია.

 მხრის ქამრების გამოყენების ინსტრუქცია

მხრის ქამრების გამოყენების კონკრეტული დრო არ არის დადგენილი, რადგან ეს პერიოდი ინდივიდუალურ პრობლემაზეა დამოკიდებული და მათი ტარების ხანგრძლივობაც განსხვავებულია. მათი გამოყენება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა გირჩევთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ.

გაითვალისწინეთ,რომ მხრების ქამრების ტარება სქოლიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით დღეში მხოლოდ 3-4 სთ არის შესაძლებელია.არ დაგავიწყდეთ სამკურნალო ვარჯიშების შემოტანა დღის რაციონში,რათა გააძლიეროთ ზურგის კუნთები და პრობლემა უფრო მარტივად აღმოფხვრათ.