მხრის ამოვარდნა
მხრის ამოვარდნა ნიშნავს სახსრის შემადგენელი ძვლების სასახსრე ზედაპირების ერთმანეთისგან სრულ ან ნაწილობრივ დაცილებას. მას ასევე თან ახლავს სასახსრე კაფსულის დაზიანება. მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება,იყოს სპორტული ტრავმა, დაცემა ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. პირველადი ამოვარდნილობის დროს მხრის არეში ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს. ტკივილი თავს იჩენს მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება .
მხრის ამოვარდნის სხვადასხვა სახეობა
არსებობს მხრის წინა, უკანა და ქვემო ამოვარდნილობა. თუ სასახსრე ბოლოები მთლიანად არის დაცილებული ერთმანეთს და არ ეხება, ამოვარდნილობა სრულია, ხოლო თუ ნაწილობრივ მაინც ეხება - არასრული.არასრულ ამოვარდნილობას ქვეამოვარდნილობასაც უწოდებენ. ამოვარდნილობა ათიდან 8-9 შემთხვევა შეძენილი ანუ ტრავმულია.
● წინაამოვარდნილობის დროს მხრის ძვლის თავი გადაადგილდება წინ. მას თან ახლავს სახსრის კაფსულის დაზიანება. წინაამოვარდნილობას ძირითადად ადგილი აქვს სპორტული აქტივობის დროს, მხრით ამპლიტუდური მოქმედებების გამეორებისას, გასროლის დროს, აგრეთვე უკან გაწეულ გაშლილ ხელსა ან მხარზე დაცემისას.
● უკანა ამოვარდნილობის დროს მხრის ძვლის თავი გადაადგილდება უკან. ეს პრობლემა შესაძლოა, გამოწვეული იყოს მხარში მიყენებული დარტყმისგან. ამ დროს ხდება სასახსრე ბაგის მოწყვეტა.
● ქვედაამოვარდნილობის დროს - მხრის ძვლის თავი გადაადგილდება ქვემოთ. ტრავმა შესაძლოა, განვითარდეს ძელზე ვარჯიშის დროს. ეს არის მხრის ტრავმის ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ტიპი.
როგორ ხდება მხრის ამოვარდნის დიაგნოსტიკა?
ტრავმული ამოვარდნილობის დროს ზიანდება საფიქსაციო აპარატი, მყესები, სახსარსა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ვითარდება სისხლჩაქცევა. დიაგნოსტიკის დროს პაციენტს უკეთებენ რენტგენს რამდენიმე პროექციაში. ეს საკმარისია იმისათვის, რომ დადგინდეს სწორი მდებარეობა აქვს, თუ არა მხრის ძვლის თავს. რენტგენოგრაფიის შედეგები ასევე ასახავს ძვლების დაზიანებას. მხრის ამოვარდნას შესაძლოა თან ახლდეს ძვლის მოტეხილობაც. თუ ამოვარდნილობასთან ერთად მის ახლოს მდებარე ძვლის მოტეხილობაც ფიქსირდება, მაშინ ძირითადად ზიანდება მსხვილი სისხლძარღვები და ნერვებიც, რაც ამოვარდნილობის მკურნალობას ართულებს.
მხრის ამოვარდნის მკურნალობა
მხრის ამოვარდნილობის დროს საჭიროა ექიმმა ამოვარდნილი ძვალი დაუყონებლივ ჩასვას. პირველადი დახმარების დროს ტკივილის შესამცირებლად დაზიანებული სახსრის მიდამოზე ცივი საფენი უნდა დაიდოთ და ტკივილგამაყუჩებელი უნდა მიიღოთ. ასევე, უნდა მოხდეს კიდურის იმობილიზაცია.. ამისთვის კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფასის მხრის ფიქსატორებს სთავაზობს. ეს პროდუქცია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 ფილიალშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
• მკლავის ქამარი - ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
• მკლავის ქამარი ბალიშით - გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60° განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
• მხრის ბანდაჟით სარგებლობენ წინამხრის მოტეხილობის და ამოვარდნილობის დროს. ასევე ეფექტურია მისი გამოყენება მხრის ძვლის მოტეხილობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და პოსტოპერაციული მკურნალობის პერიოდში.
თუ ამ პროდუქტით სარგებლობა გჭირდებათ, აუცილებელია ზომის სწორად შერჩევა, გამოყენებამდე კი ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.