რამ შეიძლება გამოიწვიოს მხრის ნერვის ანთება?

მხრის წნულის ანთება საზოგადოებაში ცნობილია მხრის ნერვის ანთების დასახელებით. ამ პათოლოგიას ხასიათებს ძლიერი ტკივილი. ამ დროს ადამიანს უჭირს ხელის მოძრაობა და შესაბამისად, საქმის კეთებაც. მხრის ნერვის  ანთებას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს - მაგალითად, შესაძლოა, ეს იყოს  სამშობიარო ტრავმა. გარდა ამისა, ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სპორტული აქტივობის დროს. ავტოსაგზაო შემთხვევა, დაცემა და სხვა ტიპის ტრავმა  კი მხრის ნერვის ანთების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. თუმცა, ისეთი დაავადებების  დროსაც, როგორიცაა - კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე, შესაძლოა, აღინიშნებოდეს მხრის  წნულზე ზეწოლა და მისი დაზიანება. რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება სხივური თერაპიაც.  

მხრის ნერვის ანთების სიმპტომები 

როგორც აღვნიშნეთ, მხრის ნერვის ანთება საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს და მას ისეთი სიმპტომები ახასიათებს, როგორიცაა:

კუნთების სისუსტე

წვის შეგრძნება ხელში

დაბუჟება

ძლიერი ტკივილი.

გარდა ამისა, ძლიერი ანთებითი პროცესის შემთხვევაში, მას ხელში, მტევანსა და მხარში მუდმივი სისუსტე ახლავს თან. არის მომენტები, როდესაც ტკივილი კისრის არეშიც ვრცელდება. 

მხრის ნერვის ანთების მკურნალობის გზები

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ მხრის ნერვის ანთების დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ამ დაავადების მკურნალობა კი დამოკიდებულია იმაზე,  თუ რამდენად რთულია დაზიანება. მკურნალობის პროცესში დიდ როლს ასრულებს  ფიზიოთერაპია, მასაჟი და ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. მხრის ფიქსატორები ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას და ტკივილის შემცირებას სხვადასხვა დაავადების დროს. ამისთვის კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფასის მხრის ფიქსატორებს სთავაზობს. ეს პროდუქცია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 ფილიალშია წარმოდგენილი. მხრის ფიქსატორების ტარება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა, ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. განვიხილოთ რამდენიმე ფიქსატორი:

ნეოპრინის მხრის სამაგრი - გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადების, ასევე სპორტული აქტივობისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს დაზიანებისგან.

აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი -  გამოიყენება ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის, ართრიტის დროსა და პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობის, კუნთისა და მყესის დაზიანებების დროსაც.